ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილის და გარდაიცვალა: რა გახდა მიზეზი - Marao

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილის და გარდაიცვალა: რა გახდა მიზეზი

2026-03-25 12:05:04+04:00

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს. მართლა სად ხარ, ღმერთო? აღარ მჯერა, რომ არსებობ სადმე", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი. 

mariam-gaprindashvilis-da

გარდაცვლილი ირმა გაფრინდაშვილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ახლობლები წერენ, რომ მარიამ გაფრინდაშვილის და ავტოავარიას ემსხვერპლა. 

მარიამ გაფრინდაშვილი

მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში.

  • მარიამ გაფრინდაშვილი პირველ შვილს ელოდება: ვინ არის ჟურნალისტის რჩეული - "მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში"

მარიამ გაფრინდაშვილს ჰყავს დიდი ოჯახი - დედა, სამი და და ერთი ძმა. მან ცოტა ხნის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაამხილა და თქვა, რომ პირველ შვილს ელოდება. მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა.