"მწნილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიკრობიოტისთვის და სტრესის შემცირებისთვის" - რა დადებითი თვისებები აქვს კომბოსტოს მწნილს - Marao

"მწნილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიკრობიოტისთვის და სტრესის შემცირებისთვის" - რა დადებითი თვისებები აქვს კომბოსტოს მწნილს

2026-03-25 15:18:36+04:00

ნუცა სურგულაძე „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებულია და სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მას საკუთარი კულინარიული ბლოგი აქვს და ახალ იდეებსა და რეცეპტებს გამომწერებს მუდმივად უზიარებს. ამჯერად დედასთან, ნინა პერტენავასა და სტუმართან, ია ფარულავასთან ერთად  გადაცემაში "Easy Plate • მარტივი თეფში" გვიზიარებს, სადაც მწნილის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს: 

"სწორი ფერმენტები განაპირობებს მარტივ მონელების სისტემას. მწნილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიკრობიოტისთვის და სტრესის შემცირებისთვის. ის ზრდის სეროტონინს. სეროტონინი ეს არის ბედნიერების ჰორმონი. ის ხელს უწყობს უკეთეს ძილს და B ვიტამინით არის სავსე. ასევე შეიცავს კოლაგენს", - ამბობს ნუცა.

"თუ კომბოსტო ადამიანებში შებერილობას იწვევს, ანუ მას პრობიოტიკი აკლია. როგორც კი მიიღებს პრობიოტიკს ეს გასწორდება და მერე პრებიოტიკს მიიღებს კომბოსტოს სახით. ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არის ძალიან ბევრი მიკრობი, როდესაც ეს მიკრობი არის პათოგენური, რომელიც უფრო ნახშირწყლებს გადაამუშავებს სწორედ ეს იწვევს შებერილობას და როდესაც ახალ ჯანსაღ ოჯახებს დაასახლებ ისინი ამ მიკრობების ადგილს დაიკავებენ და აღარ იწვევენ შებერილობას", - ამბობს ნინა.

kombostos-mtsnili

  • "კომბოსტოს მწნილი არის "სუპერფუდი" - იმუნიტეტი იმატებს 30%-ით" - ნინა პერტენავა საკუთარი გამოცდილებისა და კობოსტოს უნიკალური თვისებების შესახებ 

კომბოსტოს მწნილის დადებითი თვისებები

ეს ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტი ვიტამინების უნივერსალური წყაროა, შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს: C, B1, B2, B3, B6, K, U, პროვიტამინ A-ს. კომბოსტოში უხვად წარმოდგენილი C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აფერხებს ქსოვილთა დაბერებას, ხელს უწყობს უჯრედთა განახლების (რეგენერაციის) პროცესებს. გაგრძელება  

მწნილი აბალანსებს ნაწლავურ ფლორას და სასარგებლო ბაქტერიების შემცველობას ორგანიზმში. ნუ შეიძენთ არაპასტერიზებულ კომბოსტოს. ორგანიზმისთვის სასარგებლოა თერმულად დაუმუშავებელი კომბოსტო. გაითვალისწინეთ, რომ სახლში მომზადებული მწნილი მეტად სასარგებლოა. 

kombostos-mtsnili

  • დანა თუ ხელი: როდის შეიძლება სალათის ფურცლების დაჭრა დანით? - ნუცა სურგულაძისა და ნინა პერტენავას რჩევა 

ნინა პერტენავამ "გვანცას პოდკასტში" კომბოსტოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ეს საკვები "სუპერფუდად" მოიხსენია.

"კომბოსტოს მწნილი არის "სუპერფუდი", ანუ კომბოსტოს მწნილს თუ ყოველ დღე მივირთმევთ, იმუნიტეტი მოიმატებს, დაახლოებით,  30%-ით, უკვე ყველა კვლევა ადასტურებს ამას. მე ყოველ დღე აუცილებლად მივირთმევ კომბოსტოს მწნილს", - თქვა მან.