"ოფიციალურად გავიყარეთ და ურთიერთობა დავასრულეთ... შვილებს დედაც უნდათ და - მამაც" - რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ ყოფილ მეუღლესა და შვილებზე - Marao

"ოფიციალურად გავიყარეთ და ურთიერთობა დავასრულეთ... შვილებს დედაც უნდათ და - მამაც" - რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ ყოფილ მეუღლესა და შვილებზე

2026-03-26 10:14:51+04:00

მსახიობი რუსკა მაყაშვილი თემურ ეპიტაშვილის გადაცემის "მძიმე წერტილის" სტუმარია. მან გადაცემის ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ოჯახის დანგრევაზე და რას განიცდიან ბავშვები მშობლების განქორწინების შემდეგ

"ვფიქრობდი, ოჯახს როდესაც შევქმნი, არასდროს დამენგრევა მეთქი. ამის გაცნობიერება იყო ყველაზე რთული. ბოლო პერიოდში უკვე აცნობიერებ, რომ ოჯახის გარეშე წარმოგიდგენია. მაქსიმალურად ძალიან ბევრი წელი ვცდილობდი ამ ყველაფრის შენარჩუნებას.

სადღაც მართლა ხვდები, რომ ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე. ძალიან რთული პროცესია განშორება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ორივე მხარე თანახმა იყოს, მაინც ურთულესია. თითქოს ვერ წარმოგიდგენია, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება.

შვილები - ეს ისეთი თემაა, რომელსაც ვერ ვეგუები. ძალიან რთულია მშობლებისთვის, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე, ეგოისტურად რომ ვისაუბროთ. მათი ტკივილი მაინც ყველაზე მთავარია, როგორ განიცდიან და ღელავენ მშობლების გაშორებას. ჩემთვის ასმაგად რთულია, რაღაც კონკრეტული პერიოდი რომ ჩემთან არიან და რაღაც პერიოდი - სანდროსთან. დედაც უნდათ და მამაც. მეც და სანდროც ვცდილობთ, რომ ეს პროცესი შევუმსუბუქოთ.

საკუთარ თავთან ბევრჯერ დავრჩენილვარ და ეს მდგომარეობა ძალიანაც მომწონს. ძირითადად მომავალზე ვფიქრობ, იმაზე, რომ ყველაფერი ჩემით დავალაგო, რადგან ჩემ გარდა დამლაგებელი არავინაა, სამწუხაროდ. მინდა, ყველაფერი ისე მოვაწყო, რომ ჩემს შვილებსაც და მეც კარგად გვქონდეს საქმე, რადგან ჯანსაღი, მშვიდი და ბედნიერი დედა ბედნიერ შვილებს ნიშნავს.

სანდროზე მეტს საუბარს არ ვაპირებ. ერთს გეტყვით: ოფიციალურად გავიყარეთ და ურთიერთობა დავასრულეთ", - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

  • შეცვლილი გვარი, ორი შვილი და წარმატებული კარიერა - რუსკა მაყაშვილი იუბილარია: მსახიობის განვლილი გზა 

რუსკა მაყაშვილის ოჯახი

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.  

ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.

"ძა­ლი­ან დიდი ხანი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი წლის ფიქ­რი ბევ­რი წლის აწონ-და­წო­ნა. არა­სო­დეს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოჯა­ხი და­მენგრე­ო­და. ძა­ლი­ან მი­ჭირს ცვლი­ლე­ბე­ბი. რა ჩან­გლი­თაც ვჭამ­დი ბავ­შვო­ბა­ში, იმ ჩან­გლით ვჭამ ახ­ლაც. ცვლი­ლე­ბე­ბის მე­ში­ნია. რომ გავ­თხოვ­დი და სხვა­გან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ისევ ჩემს ოჯახ­ში, ჩემს დან­გრე­ულ სახ­ლში მივ­დი­ო­დი და იქ ვი­ჯე­ქი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ დიდი ვარ და ორი შვი­ლი მყავს მი­ჭირს მა­ინც.

  • "ყველგან მიწუნებდნენ გარეგნობის გამო... გრძელცხვირა გოგო მივედი სანტა კლაუსისა და ფიფქიას რეკლამის კასტინგზე..." - როგორ მოხვდა რუსკა მაყაშვილი ცნობილ სანტა კლაუსის რეკლამაში 

 ruska-makashvili

და­შო­რე­ბა რთუ­ლია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­შო­რე­ბა. უბ­რა­ლოდ ამა­ზე ფიქ­რი მი­დი­ო­და. ეს არის ურ­თუ­ლე­სი მძი­მე პე­რი­ო­დი, ფიქ­რობ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბი. ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. რთუ­ლია, ორი შვი­ლი რომ გყავს... ეს ისე­თი თე­მაა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი. 8 თვე გა­ვი­და და ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ" - თქვა რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა ორსულობაზე და დედობაზე "აჭარის ტელევიზიასთან" ისაუბრა.

 "პირველი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი, რა არის თურმე მნიშვნელოვანი. აქამდე რაც იყო და რაც მანერვიულებდა, თურმე, არაფერს აზრი არ ქონია. ჩემს შემთხვევაში ასეა, არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს. პირადად ჩემი ცხოვრება დაიწყო ილიას შემდეგ. ჯერ ეს ერთი, გმირი მეგონა ჩემი თავი, ვის არ გაუჩენია შვილი, ხალხი 10,15 და 20 შვილს აჩენს, ხომ არსებობს მრავალშვილიანი დედები და მე ერთი შვილი რომ გავაჩინე, შოკში ვიყავი, თავი მეგონა გმირი.

ერთი კვირა მატრიგერებდა, ღმერთო, ეს რა ვქენი და დღემდე ვამბობ, მაგრამ არავის არ სჯერა, ვგიჟდები მშობიარობაზე. შემიძლია დღეში 13-ჯერ ვიმშობიარო. ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო ტრიგერია, ყველანაირი სიამოვნება რომ შეკრიბო შენს ცხოვრებაში, ეს შვილის გაჩენაა. თავი მგონია ყოვლისშემძლე ქალი და ყველა ეგრეა, მერე აუფასურებენ, მაგრამ, რეალურად, ისეთ რაღაცას ჩადიხარ, მართლა გმირი ხარ", - ამბობს რუსკა მაყაშვილი.