მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მაკა ასათიანი არც კამერებთან ჩნდება და არც სატელევიზიო შოუებს სტუმრობს, მის მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება - მისი ყველა ახალი ფოტო თუ ვიდეო ათასობით მოწონებას იმსახურებს. ამჯერად მაკა ასათიანის ფოტოებს ფოტოგრაფი ზურა ფირცხალაიშვილი (zura.typicon) გვიზიარებს. შავ-თეთრი კადრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის დღეს, ტაძარშია გადაღებული.
ფოტოები: ზურა ფირცხალაიშვილი
მაკა ასათიანის შესახებ
მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი:
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლისდა) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა. მაკა ასათიანის დედა ლუიზა თავართქილაძეა. ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მედიასთან გამოჩენა არც მას უყვარს. უმშვენიერესი ქალბატონის ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად მისი შვილიშვილი, მაკა ასათიანის დისშვილი, მარიანა აჩბა აქვეყნებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიანა ძალიან ჰგავს დეიდას, ხოლო მაკა კი - დედას.
მაკა წლების მანძილზე მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა. წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავს.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ერთი პერიოდი ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.
მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ.
მაკა ასათიანი ქართულ მედიასთან თითქმის აღარ ჩნდება.ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური. მაკა ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ოჯახის სიწმინდის დღეზე იხილა, სადაც ის შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. მის ჭაღარა თმას დიდი განხილვაც მოჰყვა, თუმცა აღნიშნავენ, რომ წლები და შევერცხლილი თმა მაკა ასათიანის სილამაზეს ვერაფერს აკლებს.