ჰანდე ერჩელის პირველი კომენტარი ნარკოსკანდალის შემდეგ: "მჯერა, რომ სიტუაცია ძალიან მალე გაირკვევა“ - Marao

ჰანდე ერჩელის პირველი კომენტარი ნარკოსკანდალის შემდეგ: "მჯერა, რომ სიტუაცია ძალიან მალე გაირკვევა“

2026-03-26 11:22:51+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის შოუბიზნესის წარმომადგენლებიც მოხვდნენ, როგორებიც არიან ჰანდე ერჩელი, ჰაკან საბანჯი, ფიქრეთ ორმანი, გიუზიდე დურანი. ჰანდემ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სწავლის გამო დაახლოებით ერთი თვეა, რაც საზღვარგარეთ ვარ. გუშინ ღამით, თქვენ მსგავსად მეც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტყვე აღნიშნული საკითხის შესახებ. ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები სიტუაციის გასარკვევად, გავაკეთებ საჭირო განმარტებებსა და მივცემ ჩვენებას.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ენდობა სახელმწიფოსა და თურქეთის მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია ძალიან მალე გაირკვევა“ - წერს ჰანდე ერჩილი.

hande-erchili

  • ჰანდე ერჩელი და კიდევ 3 ცნობილი მსახიობი: ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის პოლიციამ ცნობილი სახეები დააკავა 

გამოძიების დეტალები

სტამბოლის პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის მორიგი ეტაპი განახორციელა, რომლის სამიზნეც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი სახეები გახდნენ. გამოძიება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და შესაძლო გავრცელებას ეხება, ქვეყნის მთავარ თემად იქცა.

დაკავებულები თავდაპირველად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოლოგიური ექსპერტიზა და ჯანმრთელობის ზოგადი შემოწმება ჩაუტარდათ. ამის შემდეგ, ისინი სტამბოლის უსაფრთხოების სამმართველოში (Vatan Caddesi) დაკითხვაზე გადაიყვანეს.

  • ახალი რომანი დაშორების შემდეგ? ჰანდე ერჩელი კვლავ ყურადღების ცენტრშია 

გამოძიება ამ ეტაპზე სწავლობს არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტებს, არამედ მათ შესაძლო შენახვასა და მიწოდების ქსელთან კავშირს. სამართალდამცავების განცხადებით, ეს არის „ოპერაციის ახალი ტალღა“, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიციას ხელთ აქვს ახალი მტკიცებულებები და ჩვენებები, რომლებმაც ისინი სწორედ ამ პირებამდე მიიყვანა.

სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ოპერაცია გრძელდება და უახლოეს საათებში მოსალოდნელია პროკურატურის ოფიციალური განმარტება იმის შესახებ, თუ რა სტატუსით დარჩებიან აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში - მოწმის თუ ბრალდებულის სახით.