იტალიური ვოიაჟი, ორიგინალური ბეჭედი და რომანტიკული კადრები: შორენა ბეგაშვილის ფოტოალბომი - Marao

იტალიური ვოიაჟი, ორიგინალური ბეჭედი და რომანტიკული კადრები: შორენა ბეგაშვილის ფოტოალბომი

2026-03-27 10:42:46+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. შორენას რჩეული ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 

შორენა მეუღლესთან გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ურთიერთობის გაოფიციალურების შემდეგ ის კადრების საჯაროდ გამოქვეყნებას აღარ ერიდება. ამჯერად შორენა ბეგაშვილი მეუღლესთან ერთად იტალიაში მოგზაურობის დეტალებს აზიარებს. 

shorena-begashvili

shorena-begashvili

shorena-begashvili

  • "ეს არის ძალიან სევდიანი რეალობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური" - შორენა ბეგაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

ცნობილია, რომ შორენა ბეგაშვილს ძვირადღირებული სამკაულების შთამბეჭდავი კოლექცია აქვს - ის ხშირად აქვეყნებს მისთვის განსაკუთრებული ბეჭდების, ყელსაბამებისა თუ სამაჯურების ფოტოებს საკუთარ გვერდზე. ამჯერად კი განსაკუთრებულ მოწონებას მისი არც თუ ისე ძვირადღირებული, თუმცა ორიგინალური სამკაული იმსახურებს - ჩინური დიზაინერული ბრენდის YVMIN-ის (იუმინი) მიერ შექმნილი ბეჭედი, რომელსაც მარწყვის ფორმა აქვს. 

ბრენდი დაარსდა ჩინეთში (პეკინი) დიზაინერების, ლი ვენჭუსა და ჭანგ სიაოიუს მიერ. ეს ბეჭედი მათი "Paradise" (სამოთხე) კოლექციის ნაწილია, რომელიც შთაგონებულია ხილისა და ბუნების ფორმებით, თუმცა გადაწყვეტილია თანამედროვე, სინთეტიკურ სტილში.

შორენა ბეგაშვილის ოჯახი და კარიერა

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

 შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

shorena-begashvili

  • "იყავით ყველაზე ბედნიერი გოგოები" - შორენა ბეგაშვილის ახალი ფოტოები იტალიის ყველაზე პრესტიჟული კურორტიდან 

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.  

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა", - დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის რჩეული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.