"მიყვარხარ, ადამიანო" - სალომე ბაკურაძე მეუღლის შესახებ - Marao

"მიყვარხარ, ადამიანო" - სალომე ბაკურაძე მეუღლის შესახებ

2026-03-27 11:21:10+04:00

გასულ წელს მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ლაშას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. 

"მიყვარხარ ადამიანო" - წერს სალომე ბაკურაძე საკუთარ გვერდზე და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. 

lasha-baslandze

  • „ვჩქარობდი, სანტი სახლიდან გამეშვა, რომ მერე დამმართოდა ყველაფერი“ - სალომე ბაკურაძის პირველი ინტერვიუ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 

ლაშა ბასლანძე და სალომე ბაკურაძე 

ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

„ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს. როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა ნაადრევად მშობიარობის დაწყება.

სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი“.

salome-bakuradze

  • სალომე ბაკურაძის დიდი ნაბიჯი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ: "ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ლაშიკო, ვიცი, ძალიან ძალიან ბედნიერი იქნება ჩემი აქ ყოფნით" 

„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები, – უყვება სალომე ბაკურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში „სარკეს“, – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. ღირსეული პიროვნებაა, მაგრამ მის ამ თვისებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის…

შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს… გამოცდილება ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ".