ოლგა ბაბლუანის უახლესი ინტერვიუ: ამბავი ოჯახზე, მშობლებსა და შვილებზე, გავლილ გზაზე - "ცხოვრების რაღაც მომენტში მსახიობობა არ მაინტერესებდა და მივხვდი, რომ განვითარება მჭირდებოდა" - Marao

ოლგა ბაბლუანის უახლესი ინტერვიუ: ამბავი ოჯახზე, მშობლებსა და შვილებზე, გავლილ გზაზე - "ცხოვრების რაღაც მომენტში მსახიობობა არ მაინტერესებდა და მივხვდი, რომ განვითარება მჭირდებოდა"

2026-03-30 12:20:42+04:00

ცოტა ხნის წინ გადაცემის "ყავა ბათუმურად" სტუმარი ოლგა ბაბლუანი იყო. ოლგა ბაბლუანი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილია. მის ოჯახს არამხოლოდ საქართველოში, მის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ - ბაბლუანების ოჯახურ დინასტიას, მათ ნიჭსა და შემოქმედებას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. 

  • "ვუთხარი - არაუშავს, ოღონდ იყავი, კარგად იყავი და მე ამას ავიტან, დედა..." - ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძის შესახებ

ოლგა ბაბლუანმა საზოგადოებას თავი არაერთი საინტერესო პროექტით გააცნო, მათ შორის კი, განსაკუთრებული პოპულარობა სატელევიზიო შოუმ "რა დროს ძილია" მოუტანა. გასაკვირი არ არის, რომ მისი საქმიანობა თუ ყველა ახალი წამოწყება რაღაც გზით დაკავშირებულია ხელოვნებასთან, კულტურასთან, კინოსთან...

ოლგა ბაბლუანი ბოლო დროს ქართულ მედიაში იშვიათად ჩნდება, მისი ახალი ინტერვიუ კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა - ოლგა ბაბლუანმა ისაუბრა განვლილ გზაზე, ოჯახზე, საქართველოდან წასვლასა და თანამედროვე ცხოვრებაზე... 

ოლგა ბაბლუანის ინტერვიუ

  • საქართველოდან წასვლა 

"ისე ჩანს თითქოს ყველაფერი არის ძალიან ლამაზი , მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურაში მოვხვდი. დღეს კიდევ უფრო მარტივია ადამიანებისთვის უცხო გარემოში ადგილის დამკვიდრება, სივრცე უფრო გახსნილია. მაშინ შენი მომკითხავი არავინ იყო, არც იცოდნენ, რომელი ქვეყნიდან მოდიოდი. რთული იყო საკუთარ ქვეყანასთან განშრება. მთავარი არის მიზანი, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს".

  • ოჯახი

"ჩვენ გვყავს დედა, რომელიც არის ოჯახის მატრიარქი. ის უბრალოდ დამჯდარ ადამიანს ვერ იტანს. დედაჩემს რომ ჰკითხო, დაისვენა თუ არა, უამრავ საქმეს ჩამოგითვლის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გააკეთა. ვთვლი, რომ დედაჩემის მსგავს ქალებზე უნდა გადაიღონ ფილმი. მე ყოველთვის ვწერ და დარწმუნებული ვარ, ჩემი ოჯახის რეალობა მოხვდება სცენარში, რომლისკენაც მივემართები. მამაჩემი, რომელიც იღებს ფილმებს, წერს სცენარებს, არის უამრავი ბესტსელერის ავტორი, თავის ნაწერს ვერასდროს ვერ არჩევს. ამ დროს დედაჩემი ზის და მის ნაწერს არჩევს. თემური წერს, ლია არჩევს და ამაზე მიდის საუბრები". 

  • ბავშვობა

"პატარები, რომ ვიყავით, დედაჩემი გვიკითხავდა ზღაპრებს. ერთხელაც. მერი პოპინს გვიკითხავდა და მე ამ პერსონაჟზე იმდენად გავგიჟდი, რომ ამ ამბის ინტერესმა გამიჩინა კითხვის სწავლის სურვილი. ოჯახში, სადაც მე ვიზრდებოდი, განიხილებოდა კინო, ლიტერატურა, 12 წლამდე ოპერის თეატრში ვიჯექი. აქედან გამომდინარე, სკოლის მასალა იმდენად ვიწრო იყო ჩემთვის, რომ არ მაინტერესებდა. საბჭოთა სკოლაში არავინ არ გიხსნიდა შინაარსს, რომელიც, შესაძლოა, საინტერესოც ყოფილიყო".

  • კინო და რეალობა

"საქართველოში როდესაც ჩამოვედი, ერთ-ერთ ძალიან პოპულარული სერიალიდან მქონდა შემოთავაზება. ცხოვრების რაღაც მომენტში მსახიობობა არ მაინტერესებდა და მივხვდი, რომ განვითარება მჭირდებოდა. მსახიობობა ოჯახის ტრადიცია იყო და ვიცოდი, რომ რაღაც ახალი სივრცე მჭირდებოდა. მივხვდი, რომ მაყურებელი პერსონაჟსა და რეალურ ადამიანს ვერ არჩევდა. იყო ისეთი ფილმებიდან შემოთავაზებები, რომლებიც ამ რეალობაში აღარ იყო,"- ამბობს ოლგა ბაბლუანი.

babluani

ვინ არის ოლგა ბაბლუანი

ცნობილი ქართველი კინორეჟისორის თემურ ბაბლუანის შვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. ოლგა მათ შორის ყველაზე უფროსია. მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში, ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია.

მისი ცხოვრება თავიდან მეტწილად კინოსთან იყო დაკავშირებული. ოლგა მსახიობია, თამაშობდა „13“-ში, „მემკვიდრეობაში“, ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე. რამდენიმე წლის წინ კი ჰქონდა საავტორო გადაცემა „რა დროს ძილია?!“,  სადაც უფრო მეტად კულტურასა და სოციალურ საკითხებზე საინტერესო სტუმრებთან ერთად მსჯელობდა. 

ოლგა პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა და პირველი ქორწინებიდან ლიკუნა ბაბლუანი ჰყავს. შემდეგ იყო კიდევ ერთი ქორწინება, თუმცა ოლგა პირადზე არასოდეს საუბრობს. მეორე ქორწინებიდან კი ნასტასია ლეგრანს ზრდის.

  • ქართველები მსოფლიო არენაზე - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი Vogue World-ის შოუზე 

olga-babluani

ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ. 

ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ: 

„ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

შვი­ლებ­თან ურთიერთობაში მინ­და ლი­მი­ტი და­ვიც­ვა, არა­ფე­რი გა­მო­მე­პა­როს, თან მინ­და ვმე­გობ­რობ­დე. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის გო­გო­ნე­ბი არი­ან. ორი­ვე მგავს, პა­ტა­რა (ნასტასია) უფრო უკონ­ტრო­ლოა, მაგ­რამ იმას ასა­კიც აქვს ისე­თი. პა­ტა­რა იმ­დე­ნად მგავს, ვფიქ­რობ ხოლ­მე, ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ანს რო­გორ და­ვე­ლა­პა­რა­კო. ლი­კუ­ნა უფრო ღრმაა... მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას გა­ა­კე­თე­ბენ, მთა­ვა­რია, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი”, - ამბობდა ოლგა ბაბლუანი.