ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ბაგრატიონის შესახებ: "მე ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ვი­დეო არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა“ - Marao

ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ბაგრატიონის შესახებ: "მე ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ვი­დეო არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა“

2026-03-27 14:49:43+04:00

ბევრ თქვენგანს ემახსოვრება წლების წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მომხდარი სკანდალური შემთხვევა, როცა ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს არტერიაში ჩანგალი ჩაარტყა. ეს თემა წლების მანძილზე ტრიალებდა როგორც სატელევიზიო, ისე სოციალურ მედიაში. როცა ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ ამბავზე კომენტარი გააკეთა, "არტერიის" ნაცვლად გამოიყენა სიტყვა "არტილერია", რაც შემდეგ განხილვისა და კრიტიკის კიდევ ერთ მთავარ თემად იქცა. 

  • "და, აი, გადამოწმებული და დამოწმებული ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომელსაც არ დავასახელებ" - რას წერს ია ფარულავა თამარ ბაგრატიონის გამოსვლის შესახებ

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პირველი ლედის ამპლუაში აშშ-ში, გლობალურ სამიტზე წარსდგა თამარ ბაგრატიონი. მან 45 ქვეყნის წარმომადგენელს ინგლისურ ენაზე მიმართა. მიმართვის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მეტყველების დროს დაშვებული შეცდომების გამო ბულინგისა და განსჯის ობიექტი გახდა.

nanuka 

ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა

"ბევ­რი წლის წინ, როცა ლალი მოროშკინამ "არ­ტი­ლე­რი­ა­ში“ ჩან­გა­ლი და­არ­ტყა თაკო ფხა­კა­ძეს, მა­შინ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, დად­გე­ბო­და დღე, რომ ამ ამ­ბავ­ზე გა­მე­ცი­ნე­ბო­და.

მაშინ ადამიანებმა სირცხვილის დაფაზე გამაკრეს, ოღონდ 1-ან 2 თვით კი არა, წლების მანძილზე ატრიალებდნენ - „ნანულა“, „არტილერია“. ამბობდნენ, რომ წიგნიც არ მქონდა წაკითხული, წარმოუდგენელი დამცირება იყო ჩემ მიმართ.

ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა, რაც მა­შინ მქონ­და. იმი­ტომ, რომ მარ­თლა მათ­რი­ეს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­რი­ეს“, - ამბობს ვიდეოში ნანუკა ჟორჟოლიანი. ის განმარტავს, რომ მაშინ კარგად გაიაზრა ბულინგის მნიშვნელობა. დღეს კი, როცა სოციალური ქსელი მოიცვა მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლამ აშშ-ში, გლობალურ სამიტზე, თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს ვიდეო საკუთარ გვერდზე არ გააზიარა. 

„ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის ვი­დეო იმი­ტომ არ გა­ვა­ზი­ა­რე ჩემს გვერ­დზე, რომ არ მინ­დო­და ზუს­ტად იგი­ვე გა­ევ­ლო მას, რაც თა­ვის დრო­ზე მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა გა­მა­ტა­რეს მე ერთი შეც­დო­მის­თვის“.

  • ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? - მეორე ქორწინება, ოთხი შვილი და ცნობილი და: თამარ ბაგრატიონის პორტრეტი

ნანუკა ჟორჟოლიანმა საჯაროდ მხოლოდ პოსტი დაწერა, სადაც სვამდა კითხვას, თუ რატომ და ვის გამო აღმოჩნდა თამარ ბაგრატიონი ასეთ მდგომარეობაში:

„გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ეს რა­ტომ და­მარ­თეს. პოსტზეც კი ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი იყო, რომ რა­ღა­ცებს ვმა­ლავ­დი - არ მინ­დო­და, რომ ჩემი გვერ­დი ყო­ფი­ლი­ყო ამ ბულინგის მო­ნა­წი­ლე.

bagrationi

ეს ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის შემ­დეგ, მზად არი­ან, რომ დაგ­ხვრი­ტონ, თმე­ბით გით­რი­ონ, ახლა ბულინგში გვადანაშაულებენ. ბულინგად გვითვლიან იმას, რომ არ გვინდა, საქართველოს პირველი ლედის სტატუსით ძალიან დიდ, გლობალურ, მასშტაბურ შეხვედრაზე ასე წარმოადგენდეს ჩვენს ქვეყანას“.

ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოში შეეხო საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასაც, როცა მას ორგანოებით ვაჭრობაში დებდნენ ბრალს. ასევე გაიხსენა, ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის შემთხვევა, როცა წლების წინ მარიამს ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს სიტყვის წარმოთქმა გაუჭირდა. ამის გამო ის ბულინგისა და დამცირების ობიექტი გახდა: 

  • თამარ ბაგრატიონის გამოსვლა ქართულ ენაზე: მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის" 

„მა­რი­ამ­მა ერთ-ერთი ჩარ­თვის დროს სი­ტყვა ვერ გა­მარ­თა, სწო­რად ვერ თქვა. მერე იმის მცდე­ლო­ბა­ში, რომ შე­ეს­წო­რე­ბი­ნა, უფრო მეტი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ისე­თი პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა, იქი­დან წა­ვიყ­ვა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და, აი, მა­შინ, რო­დე­საც მა­რი­ა­მი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიგ­ვყავ­და, ასე­ვე "ქო­ცე­ბი“ აზი­ა­რებ­დნენ მის გვერდს და წარ­მო­უდ­გენ­ლად ათ­რევ­დნენ. 

ზუს­ტად ამით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ხოლ­მე, რომ ჩვენ არ ვი­ცით, ადა­მი­ა­ნე­ბი რა მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებს გა­დი­ან ასე­თი სირ­ცხვი­ლის მი­ღე­ბის დროს. მე ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ვი­დეო არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში.