აღებულია თმისა და სისხლის ნიმუშები - თურქი მსახიობი თურქეთში ჩასვლისთანავე დააკავეს - Marao

აღებულია თმისა და სისხლის ნიმუშები - თურქი მსახიობი თურქეთში ჩასვლისთანავე დააკავეს

2026-03-27 15:04:11+04:00

თურქული შოუ-ბიზნესი ხმაურიანი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საქმე ეხება მასშტაბურ გამოძიებას, რომელიც სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებს იძიებს.

თურქეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ბოლო პერიოდში დაიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეეხო. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ცნობილი პირის სახელი გაჟღერდა, მათ შორის ჰანდე ერჩელიც. ჰანდემ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სწავლის გამო დაახლოებით ერთი თვეა, რაც საზღვარგარეთ ვარ. გუშინ ღამით, თქვენ მსგავსად მეც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტყვე აღნიშნული საკითხის შესახებ. ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები სიტუაციის გასარკვევად, გავაკეთებ საჭირო განმარტებებსა და მივცემ ჩვენებას.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ენდობა სახელმწიფოსა და თურქეთის მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია ძალიან მალე გაირკვევა“ - წერდა ჰანდე ერჩილი.

გამოძიების ფარგლებში გაიცა დაკავების ორდერი, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კი ჰანდე დააკავეს და დაკითხეს, ამის შემდეგ კი სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ნარკოლოგიური ტესტებისთვის გადაიყვანეს.

  • ჰანდე ერჩელი და კიდევ 3 ცნობილი მსახიობი: ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის პოლიციამ ცნობილი სახეები დააკავა 

hande-erchel

  • ჰანდე ერჩელის პირველი კომენტარი ნარკოსკანდალის შემდეგ: "მჯერა, რომ სიტუაცია ძალიან მალე გაირკვევა“ 

რა ხდება თურქეთში?

საქმე, წინასწარი მონაცემებით, უკავშირდება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და შესაძლო კავშირს მსგავს წრეებთან. ამ ეტაპზე კონკრეტული ბრალდება ბოლომდე არ არის დაზუსტებული, თუმცა გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირის დაკავების ორდერი გასცა. აქედან 14 ორი დღის წინ დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.

სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.