მსახიობი ნინო კასრაძე დღეს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დედის გზას აგრძელებს სალომე თოფურიაც. სალომე მსახიობი და აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Rossalia კონცერტის ვიზუალური პერფორმანსში გამოჩნდა.
Rossalia არის ესპანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თანამედროვე არტისტად ითვლება. მისი კარიერა განსაკუთრებით წარმატებული გახდა ალბომის „El Mal Querer“ შემდეგ, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მუსიკალური ჯილდოც დაიმსახურა.
სწორედ მისი კონცერტის ვიზუალური პერფორმანსის მონაწილე იქნება სალომეც. „ვიზუალური პერფორმანსი“ კონცერტის იმ ნაწილს გულისხმობს, რომელიც მუსიკასთან ერთად სცენაზე სანახაობრივ ელემენტებს აერთიანებს - მათ შორის ქორეოგრაფიას, სცენის დიზაინს, განათებას, კოსტიუმებსა და ვიდეოეფექტებს, რაც მაყურებლისთვის სრულყოფილ შოუს ქმნის.
Rosalia ამ ეტაპზე აგრძელებს საერთაშორისო ტურნეს, რომლის ფარგლებში მომდევნო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქშია დაგეგმილი, მათ შორის, მადრიდში, სადაც რამდენიმე შოუ უკვე გამოცხადებულია. ტურნე 30 მარტს დაიწყება.

ვინ არის სალომე თოფურია
ნინო კასრაძე დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია. ნინო შვილებზე და, ზოგადად, ოჯახზე იშვიათად საუბრობს, თუმცა მისი ქალიშვილი, სალომე თოფურია დედის მსგავსად მსახიობია და მაყურებელმა სცენასა თუ ეკრანზე უკვე არაერთხელ იხილა. ის სერიალ "სეანსის" ერთ-ერთი მსახიობი იყო და რეზო ჩხიკვიშვილს უწევდა პარტნიორობას. სალომეს ნახვა "სამეფო უბნის თეატრის" სცენაზე შეგიძლიათ. თამაშობს პოპულარულ სპექტაკლში "ზაფხულის ღამის სიზმარი", რომელშიც ნინო კასრაძეც მონაწილეობს და დედა-შვილი ერთად დგას სცენაზე.
სალომე ახალ ქართულ სერიალ "სეანსში" თამაშობდა და რეზო ჩხიკვიშვილს უწევდა პარტნიორობას.