"ბუკას რომ მივყვებოდი ცოლად, მივედი სახლში. მაკო ამ დროს არის სადღაც 21-22 წლის" - ეკა მიშველაძის ოჯახი, შვილები და ქორწინება - Marao

"ბუკას რომ მივყვებოდი ცოლად, მივედი სახლში. მაკო ამ დროს არის სადღაც 21-22 წლის" - ეკა მიშველაძის ოჯახი, შვილები და ქორწინება

2026-03-28 15:47:17+04:00

ეკა მიშველაძე უკვე არაერთი წელია, ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობი და საყვარელი სახეა. მან 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2007 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ჟურნალისტიკა და მედიამენეჯმენტი.

ეკატერინე მიშველაძემ საქმიანობა დაიწყო 1992 წლიდან და 2016 წლის მარტამდე მუშაობდა ტელეკომპანიებში, მათ შორის იყო არაერთი კომპანია: „იბერვიზია“, „თიბისი TV“, „მზე“, „იმედი“, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე, სადაც სხვადასხვა დროს იყო - საინფორმაციო პროგრამის „მონიტორის“ კორესპონდენტი, ანალიტიკური პროგრამის „მოვლენის“ წამყვანი, საგამოძიებო პროგრამის „ნეგატივის“ ავტორი და წამყვანი, ტელეფესტივალ „მანას“ ტელედღიურების წამყვანი, დილის გადაცემის „ალიონის“ წამყვანი და შუადღის თოქშოუს „ნაშუადღევის“ ავტორი და წამყვანი, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ მთავარი გამოშვების წამყვანი, პოლიტიკური თოქშოუს „საჯარო პოლიტიკის“, „მოამბე პლიუსის“, „პირველი სტუდიის“ ავტორი და წამყვანი, ბიზნესის ახალი ამბების ავტორი და წამყვანი და ასევე საქართველოში პირველი ტელედებატების წამყვანი ქალაქის მერის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

  • "ამაზე არ მიყვარს საუბარი, ძალიან პირადი თემაა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია..." - ინგა გრიგოლიას აქამდე უცნობი ამბავი, ცხოვრების რთული პერიოდი და თილისმა

eka

გარდა ამისა ეკატერინე მიშველაძე 2000-2001 წლებში მუშაობდა მედიაჰოლდინგის „ჯორჯია თაიმსის“ მრჩევლად. 2001 წლის სექტემბერ-ნოემბერში ის იყო საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრესმდივანი. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს შრომის, მრეწველობისა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრესმდივანი.

  • "და, აი, გადამოწმებული და დამოწმებული ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომელსაც არ დავასახელებ" - რას წერს ია ფარულავა თამარ ბაგრატიონის გამოსვლის შესახებ

ეკატერინე მშველაძე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ის ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

2016 წლის 11 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად. მიშველაძე ამ თანამდებობას 2018 წლის 16 დეკემბრამდე, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე იკავებდა.

ეკა მიშველაძის ოჯახი 

ეკა მიშველაძემ ორჯერ იქორიწნა, ოირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი, მაკო და ანა კვიტაიშვილები ჰყავს. მეორედ მან 2015 წელს ბუკა პეტრიაშვილზე იქორწინა. ანა ტყებუჩავას პოდკასტში სტუმრობისას ეკამ სწორედ ეს პერიოდი და შვილებთან ურთიერთობა გაიხსენა: 

mushveladze

"მე, როცა  დასასვენებლად მივდიოდი, მაკოს სიცხეს უწევდა. ცხოვრებაში არაფერი მერგებოდა. მირეკავდნენ, შენ არ ინერვიულო, მაგრამ მაკოს სიცხე აქვს 38 გრადუსიო. როგორ არ უნდა მენერვიულა, ჩამოვიდოდი და კარგად ხდებოდა. 

  • „მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ბებიობა მნდომებია... სულ მინდა თქმა – ჩემი შვილიშვილი ყველაზე ჭკვიანია, განვითარებულია და ყველასთან რაღაც შეჯიბრებაში ვარ შესული" - ეკა მიშველაძე

ბუკას რომ მივყვებოდი ცოლად, მივედი სახლში. მაკო ამ დროს არის სადღაც 21-22 წლის. მე და ბუკა ვაპირებთ, რომ ერთად გადავიდეთ-მეთქი. დიდები არიან უკვე ჩემი შვილები. ამ დროს სცენა ასეთია – კედელთან გვაქვს გამათბობელი მიმაგრებული. იქ დგას მაკო და ამბობს - როგორ, დედა, შენ აღარ მოხვალო? ნიანგის ცრემლები მოსდის. ვუყურებ, ახლა რა მეშველება-მეთქი. ბუკას დავურეკე, მოდი, მაკო ტირის-მეთქი, ვუთხარი. წარმოიდგინე, ბუკას რა დაემართა".

eka