"გარედან მარტივად ჩანს ხოლმე, ფეხბურთელის ცოლობა მარტივი ჰგონიათ" - ლევან კობიაშვილი მეუღლესა და შვილებზე - Marao

"გარედან მარტივად ჩანს ხოლმე, ფეხბურთელის ცოლობა მარტივი ჰგონიათ" - ლევან კობიაშვილი მეუღლესა და შვილებზე

2026-03-30 12:36:32+04:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემის "ნოესთან" სტუმარი იყო. ლევანმა გადაცემის ფარგლებში მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა.

ლევან კობიაშვილის მეუღლე თამუნა წულეისკირია, წყვილს ორი შვილი ჰყავს.

"უკვე ქვეყნიდან წასული ვიყავი. ეს ის პერიოდია "თბილისის დინამოდან" "ალანიაში" რომ გადავედი. თამუნას მეგობარი იყო ჩემი ახლობელი. როგორც ხდება. ჩამოვედი თბილისში და გავიცანით ერთმანეთი, შემდეგ გაგრძელდა. მერე ქვეყნიდან ვიყავი წასული და საკმაოდ რთული იყო განშორება. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება იყო და ამით ძალიან ვამაყობ. გვიხარია ის, რომ ორი შვილი გვყავს - ნიკა და სალომე.

კარიერის პერიოდში მამობა ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ბევრი თამაში გარეთ ყოფნას და სახლში მცირე დროის გატარებას ნიშნავს. თამუნას ჰქონდა ძალიან დიდი როლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარედან მარტივად ჩანს ხოლმე, ფეხბურთელის ცოლობა მარტივი ჰგონიათ, ასე არ არის. მე ამას ძალიან ვაფასებ. ადამიანს თავისი გეგმები ჰქონდა და ამ ყველაფერზე უარის თქმა მოუწია. შენს გვერდით არის და შესაძლოა რაიმე ოცნება ვერ აიხდინა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. 

საბოლოო ჯამში, ვართ ბედნიერები და ძალიან ვამაყობთ ამ ჩვენი განვლილი პერიოდით, მათ შორის, ჩვენი შვილებით. ნიკა და სალომე ორივე გერმანიაში დაიბადნენ. ნიკა დღეს საქართველოშია, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის, ანუ ბრიტანეთში ისწავლა, დაამთავრა, შემდეგ მუშაობდა იქ, ახლა უკვე თავის პირადი საქმეებით არის დაკავებული და სალომეც ბრიტანეთშია, კონკრეტულად ლონდონში, იქ სწავლობს და ძალიან გვიხარია მათი წარმატება. ასე რომ, ბედნიერები ვართ", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

levan-kobiashvili

levan-kobiashvili

  • ცრემლები, ემოციები და გზა ოცნებისკენ: გიორგი მიქაუტაძის დიდი თავგადასავალი 

ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი თამაშობდა ბუნდესლიგის კლუბებში: „ფრაიბურგში“, „შალკეში“ და „ჰერტაში“. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩი ითამაშა. კობიაშვილს საკლუბო მატჩების უმრავლესობა მარცხენა მცველის პოზიციაზე აქვს ჩატარებული. იშვიათად თამაშობდა მარცხენა ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა კობიაშვილი საქართველოს ნაკრებშიც. კობიაშვილის ძლიერი მხარედ მისი ამტანიანობა, კარგი პასი და ძლიერი მარცხენა ფეხი მიიჩნეოდა. 2015 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

levan-kobiashvili

  • მშობლების მეგობრობა, რომელსაც შვილები აგრძელებენ - პატარა დათი დავითაშვილი და დამიანე კვარაცხელია 

1995 წლის ზაფხულში „დინამოში“ სინჯებზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიწვიეს, მათ შორის აღმოჩნდა ლევან კობიაშვილი. გუნდის მთავარი მწვრთნელის, დავით ყიფიანის სურვილის შესაბამისად კობიაშვილთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს.კობიაშვილი „დინამოში“ წელიწადნახევარი გაჩერდა, შემდეგ კი ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გაანათხოვრეს. რუსეთში კობიაშვილს კარგი სეზონი ჰქონდა. სეზონის ბოლოს მან ტრავმა მიიღო და ამიტომ სულ 21 მატჩში ითამაშა, მაგრამ, მიუხედავად ამისა გოლების გატანა მოასწრო, მათ შორის უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წლის ბოლოს კობიაშვილი ლიგის საუკეთესო დებიუტანტად, ახალგაზრდა ფეხბურთელად და ლეგიონერად დაასახელეს.

1998 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგში“ გააგრძელა კარიერა. „ფრაიბურგში“, რომელსაც ფოლკერ ფინკე წვრთნიდა, ქართველი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი კიკნაძე ირიცხებოდნენ. ფოლკერ ფინკე საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ნაკრების თამაშებს ესწრებოდა. სწორედ, ერთ-ერთი სანაკრებო თამაშის დროს დაინტერესდა იგი ლევან კობიაშვილით.

კობიაშვილი დაეხმარა გერმანულ კლუბს ბუნდესლიგაში დაწინაურებაში. შემდეგ სეზონში კლუბმა ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და 2001 წელს დიდ წარმატებასაც მიაღწია, სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო რაუნდზე გავიდა.