„მე რომ ოჯახი შემექმნა, ზუსტად ვიცი, რომ არც ბედნიერი ვიქნებოდი და ვერც ვერავის გავაბედნიერებდი" - ცნობილი შეფის გულწრფელი აღიარება - Marao

„მე რომ ოჯახი შემექმნა, ზუსტად ვიცი, რომ არც ბედნიერი ვიქნებოდი და ვერც ვერავის გავაბედნიერებდი" - ცნობილი შეფის გულწრფელი აღიარება

2026-03-30 14:29:42+04:00

გურამ ბაღდოშვილი სახელი დღეს არამხოლოდ გურმანებმა იციან, არამედ მას მთელი საქართველო იცნობს, როგორც წარმატებულ შეფს. ეს განსაკუთრებული პოპულარობა მას კულინარიულმა შოუებმა მოუტანა, ფართო საზოგადოებამ კი "სამზარეულოს ომებიდან" და "შეფების ლიგიდან" გაიცნო. 

გურამ ბაღდოშვილი არის ორქუდიანი შეფი. კულინარიაში ტერმინი „ორქუდიანი შეფი“, და, ზოგადად ქუდების რაოდენობა, უკავშირდება ცნობილ ფრანგულ სარესტორნო გიდს Gault & Millau. ეს არის მიშლენის ვარსკვლავების მსგავსი პრესტიჟული სარეიტინგო სისტემა, რომელიც რესტორნებსა და შეფ-მზარეულებს აფასებს არა ვარსკვლავებით, არამედ „ტოკებით“ , მზარეულის მაღალი თეთრი ქუდებით. გიდის 20-ბალიან სისტემაში 2 ქუდი შეესაბამება 13-დან 14.5-მდე ქულას. სეთ შეფ-მზარეულს აქვს კარგი ტექნიკა, იყენებს ხარისხიან პროდუქტს და მისი კერძები სტაბილურად გემრიელია.

guram-bagdoshvili

გურამ ბაღდოშვილი ხშირად საუბრობს პროფესიაზე, იშვიათად კი - პირად საკითხებზე. გამონაკლისი იყო მისი სტუმრობა "მადისაღმძვრელ პოდკასტში", სადაც ისაუბრა, თუ რატომ არ შექმნა ოჯახი: 

გურამ ბაღდოშვილის ინტერვიუ

„მე რომ ოჯახი შემექმნა, ზუსტად ვიცი, რომ არც ბედნიერი ვიქნებოდი და ვერც ვერავის გავაბედნიერებდი. ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე. ზუსტად ვიცი იმიტომ, რომ ბევრი დაბრკოლება გაჩნდებოდა, ბევრი უთანხმოება, ბევრი კითხვა, როცა მიჩვეული ხარ მარტოობას.

როგორ და რანაირად იქნებოდა არ ვიცი. ეს ჩვევაა, მე, ალბათ, მივეჩვიე ვიყო მგელიც, მდინარეც, არწივიც“, – ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

bagdoshvili