"მეცოდება... შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატაროს" - მარიამ გაფრინდაშვილი გარდაცვლილი დის შესახებ - Marao

"მეცოდება... შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატაროს" - მარიამ გაფრინდაშვილი გარდაცვლილი დის შესახებ

2026-03-31 10:39:11+04:00

"ვერაფრით ვერ ვაპატიე ღმერთს შენი წასვლა. მინდა, რომ ბოლო ადამიანი იყო, რომელიც ვიღაცის უპასუხისმგებლობას, სიმთვრალესა და ავტოავარიას ემსხვერპლა.

  • "ჩემი საყვარელი სიტყვის დროც დადგა" - მარიამ გაფრინდაშვილისა და ნიკო მიქაიას დიდი მოლოდინი და ოჯახური ბედნიერება

მეცოდება... და მთელი გულით თანავუგრძნობ იმ ადამიანსა და მის ოჯახს, რომელმაც შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატაროს. ის დღე, სინამდვილეში, ორივესთვის სასიკვდილო განაჩენი იყო - ის მკვლელი გახდა, შენ კი - მარადისობაში წახვედი", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დის, ირმა გაფრინდაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ. 

  • მოგზაურობა ლისაბონში და რომანტიკული კადრები: მარიამ გაფრინდაშვილის ფოტოები მეუღლესთან ერთად

mariam-gaphrindashvili

"ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს. მართლა სად ხარ, ღმერთო? აღარ მჯერა, რომ არსებობ სადმე", - წერდა სოციალურ ქსელში მარიამ გაფრინდაშვილი. 

მარიამ გაფრინდაშვილი

მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში.

მარიამ გაფრინდაშვილს ჰყავს დიდი ოჯახი - დედა, სამი და და ერთი ძმა. მან ცოტა ხნის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაამხილა და თქვა, რომ პირველ შვილს ელოდება. მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა.   

mariam-gaphrindashvili