"არ ვიცოდი, ასეთი ცნობილი თუ იყო... მაშინ ფარმაცევტი ვიყავი" - მარიამ შარმანაშვილის გულახდილი ინტერვიუ და ზღაპრული ამბავი - Marao

"არ ვიცოდი, ასეთი ცნობილი თუ იყო... მაშინ ფარმაცევტი ვიყავი" - მარიამ შარმანაშვილის გულახდილი ინტერვიუ და ზღაპრული ამბავი

2026-03-31 11:15:13+04:00

მარიამ შარმანაშვილი რადიო ფორტუნას სტუმარი იყო, სადაც მან მეუღლესა და სოფი ლორენზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში მაინც არის ეს მომენტი: თუ თხოვდები და შენი მეუღლე შეძლებულია, შენ თითქოს საქმის კეთებას უნდა შეეშვა ან საკუთარი თავის რეალიზაცია აღარ უნდა მოახდინო. მე ვფიქრობ, რომ ქალმა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის უნდა მოახერხოს საკუთარი საქმის კეთება. ეს ისევ იმიტომ, რომ იყოს დამოუკიდებელი და იღებდეს საკუთარი საქმისგან სიამოვნებას.

რთულ პერიოდში როცა აღმოვჩნდი, მეუღლესაც დავშორდი და თვითშეფასება ძალიან დაქვეითებული მქონდა პანდემიის დროს, სწორედ ამ აქტივობამ და საკუთარ თავში თავდაჯერებულობის დაბრუნებამ გამომიყვანა მდგომარეობიდან.

სიმართლე რომ ვთქვა, როცა კარლო საქართველოში ჩამოვიდა, ტელევიზიით კი გავიგე, მაგრამ კონცერტზე არ ვყოფილვარ და მისი სახელი და გვარიც არ დამიმახსოვრებია. სამი დღე ისე ვურთიერთობდით, რომ არ ვიცოდი, ასეთი ცნობილი დირიჟორი თუ იყო და ასეთი ცნობილი მშობლები თუ ჰყავდა. მაშინ ფარმაცევტი ვიყავი, აფთიაქის მენეჯერი, გამოცდები მქონდა და ძალიან გადართული ვიყავი სხვა თემებზე.

ჯანსაღ ურთიერთობას მოაქვს სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩემი აზრით, ქალებს ყველაზე მეტად ეს გვჭირდება სიყვარულში. სოფი ლორენის სახელი და გვარი ჩემს ოჯახში სულ მესმოდა, დედიკო მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. სამწუხაროდ, დედიკო ამ ჩემს ბედნიერებას ვერ მოესწრო და სულ ვფიქრობ, როგორი რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერზე.

ქალბატონ სოფისთან შეხვედრაზე ვნერვიულობდი, რადგან ვემზადებოდი არა მარტო დიდ ლეგენდასთან, არამედ კარლოს დედასთან შესახვედრად. ქალბატონი სოფი იმდენად უშუალო აღმოჩნდა, რომ მღელვარება მალე გადავლახე. პირველ შეხვედრაზე დემეტრეც თან მყავდა და მანაც მოხიბლა.

ამჟამად ქირით ვცხოვრობთ, ბინის შერჩევისას კარლო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რადგან მნიშვნელოვანი იყო გარემო, სადაც როგორც ცალკე ოჯახი ისე გადავიდოდით. სახლში გვაქვს წიგნი, რომელიც სოფიმ მე და კარლოს გვაჩუქა წარწერით.

არ მწყინს, როცა "ქართველ კონკიას" მეძახიან, რადგან მართლა ისეთი სირთულეების გავლა მომიწია ცხოვრებაში, რომ ეს პროტოტიპი ჩემს განვლილ გზასთან ახლოსაა. კარლო ძალიან კომფორტული ადამიანია, ზუსტად იცის რა მჭირდება და კარგი იუმორი აქვს.

დემეტრე და კარლო ძალიან კარგი მეგობრები არიან. დემეტრეს რომ ვეკითხები, ვინ არის შენთვის კარლო-მეთქი, სულ ამბობს, რომ მეგობარია.

მეც და კარლოსაც დაგეგმილი ცხოვრება ცოტა მოსაწყენად გვეჩვენება.

კარლოს გამოჩენამდეც სულ მინდოდა, რომ გოგო მყოლოდა. კითხვაზე, დავარქმევდი თუ არა შვილს სოფიას, პასუხს ჩემთვის დავიტოვებ, ამას მერე გაგიზიარებთ" - ამბობს მარიამ შარმანაშვილი.

  • "6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა" - მარიამ შარმანაშვილის გულწრფელი ინტერვიუ 

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი უმცროსი

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა. 

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.

 mariam-sharmanashvili

  • "ცალ-ცალკე ყოფნა ახალისებს და აძლიერებს ჩვენს სიყვარულს" - მარიამ შარმანაშვილი თანაცხოვრებისა და მეუღლის შესახებ 

ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.

26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა. 

წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა. 

ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.

სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:

"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!

გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.

მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერდა კარლო პონტი.