რამ „ამოაყირავა“ ანი კეკუას სამყარო: მომღერალი კადრს მიღმა - მელანქოლია, ოჯახური გაკვეთილები და დედობა - Marao

რამ „ამოაყირავა“ ანი კეკუას სამყარო: მომღერალი კადრს მიღმა - მელანქოლია, ოჯახური გაკვეთილები და დედობა

2026-03-31 15:29:32+04:00

ტელეეკრანებზე ყოველთვის ენერგიული და მოღიმარი ანი კეკუა რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო ღრმა და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მისი დილა ყავითა და მუსიკით იწყება, თუმცა თავის მოვლის რთულ რიტუალებს სარკესთან ნაკლებ დროს უთმობს. ანი თვლის, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, მუდმივი მოძრაობა და გენეტიკა მისი საუკეთესო მოკავშირეა. ამის შესახებ ის მარიამ გაბედავას რუბრიკაში "სხვანაირი დილა" საუბრობს: 

ani-kekua

ანი კეკუას ინტერვიუ

„ბავშვობიდან სულ სადღაც მეჩქარებოდა და არ მეცალა თავის მოვლის რიტუალებისთვის. ჩემი მაქსიმუმია საცხი და ცივი წყალი, რომელიც ძალიან მშველის.“

ანის ცხოვრებაში მუსიკა სამი წლის ასაკიდან შემოვიდა. ის იხსენებს, რომ პროფესიის არჩევისას ბევრი არ უფიქრია, რადგან სცენა მისი ბუნებრივი გარემო იყო. თუმცა, მომღერლის ამპლუის მიღმა, არსებობს კიდევ ერთი გატაცება, რომელიც ალბათ მის ცხოვრებას სხვა მიმართულებას მისცემდა.

  • ანი კეკუას შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: მომღერლის ახალი ფოტოები აღფრთოვანებას იწვევს

„ალბათ იმის ფუფუნება, რომ მეფიქრა იმაზე, თუ რას უნდა გავყოლოდი, არ მქონია... რომ არ ყოფილიყავი მომღერალი, აუცილებლად მოცეკვავე ვიქნებოდი.“

მისი პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ოჯახმა ითამაშა. ანი იხსენებს ბავშვობას დიდ და ერთსულოვან გარემოში, სადაც ასაკობრივი ზღვარი თითქოს არც არსებობდა. განსაკუთრებით კი ბებიისგან მიღებულ იმ მთავარ გაკვეთილს გამოყოფს, რომელიც დღეს საზოგადოებაში ასე დეფიციტურია - ადამიანების განუკითხაობას.

„მახსოვს ბებიისგან განსაკუთრებით ის, რომ არ განსაჯო არავინ ამ ქვეყანაზე. მან მასწავლა 'შეფასებაში არ შესვლა'. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არასდროს იცი, ადამიანს რა პრობლემა ჰქონდა ან რატომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება.“

ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი ანისთან დედობამ მოიტანა. მომღერალი გულწრფელად აღიარებს, რომ შვილის გაჩენამ მისი შინაგანი სამყარო ამოაყირავა და ის ზედმეტად მზრუნველ, „დაფეთებულ“ დედადაც კი აქცია, რომელიც პირველი ორი წელი პატარას გვერდიდან არ სცილდებოდა.

  • განქორწინება, ცხოვრების ახალი გამოწვევები და ახალი ამპლუა: ანი კეკუას პორტრეტი

„ალბათ ეგ არის დედობა - შენი შვილისთვის შენს თავს გადადებ და გააკეთებ. სხვანაირად შეიგრძნობ... ძალიან დაფეთებული დედა ვიყავი, თუ სუნთქავდა, იმასაც ვუყურებდი.“

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს ანი ყოველთვის მხიარული და პოზიტიური ახსოვს, ის ამბობს, რომ კადრს მიღმა ბევრად უფრო მშვიდი და მელანქოლიურია. მისთვის ცხოვრება ერთი დიდი ფილმია, სადაც ის ცდილობს, გულსა და გონებას შორის ბალანსი იპოვოს, თუმცა საბოლოო არჩევანს მაინც ემოციების სასარგებლოდ აკეთებს.

„კადრს მიღმა... შემიძლია ვთქვა, რომ მელანქოლიური ვარ. აი, ეს ლაიტმოტივად გასდევს ჩემს ცხოვრებას. ფილმურად ვუყურებ ჩემს ცხოვრებასაც და საერთოდ ცხოვრებას.“