"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - შორენა ბეგაშვილი მინაწერებს აქვეყნებს: რა ხდება "გარდენია შევარდნაძის" გარშემო - Marao

"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - შორენა ბეგაშვილი მინაწერებს აქვეყნებს: რა ხდება "გარდენია შევარდნაძის" გარშემო

2026-04-01 11:56:47+04:00

"ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში. ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა, გავათბობთო-მითხრეს და გადავიხადე თანხის ნაწილი - "ყვავილების" (შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე).

ერთ კვირაში რომ მივედით, გვითხრეს, ის ჯავშნის ფული იყო, ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო. უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე. მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული.

  • სიყვარული, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის: ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის სიყვარულის ლეგენდა

ამას რომ თავი დავანებოთ, ისე ციოდა, გაიყინნენ ბავშვები. მივწერე მის დამხმარეს, პასუხიც არ გამცა. ისე მომატყუეს, თვალი არ დაახამხამეს. პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი. მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხომ არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე-მეთქი, იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა. იმედი მაქვს, გამდიდრდა იმ ფულით", - წერს სოციალურ ქსელში შორება ბეგაშვილი "გარდენია შევარდნაძისა" და მისი მფლობელის, ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძის შესახებ. 

shorena-begashvili

shorena-begashvili

ამბავი ზურა შევარდნაძის შესახებ

ზურა შევარდნაძე საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ბოტანიკოსი და მებაღეა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 2001 წელს. მიღებული აქვს ბიოლოგიის  მაგისტრის დიპლომი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა  ყვავილების მაღაზიაში, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში; 2000 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ბონის უნივერსიტეტში, Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn, სწავლის პარალელურად მუშაობდა ადგილობრივ ბოტანიკურ ბაღებში, ბევრ ცნობილ ფლორისტთან, ლანდშაფტის დიზაინერთან და დეკორატორთან; 2004 წლიდან, საქართველოში დაბრუნებულმა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე წამოიწყო ახალი კონცეფციის ბაღის, გარდენია შევარდნაძის  მშენებლობა, რომელიც  ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს არის ბაღი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით, სახელოსნოებით, ბაღზე მორგებული კაფეთი და სადღესასწაულო სივრცეებით. 

  • "მამის გარდაცვალება ტრაგედია იყო, რომელმაც გამომაფხიზლა, ნაცვლად იმისა, რომ ამას დეპრესია გამოეწვია…" - თათა ვარდანაშვილი

სწორედ "გარდენია შევარდნაძემ" მოუტანა მას განსაკუთრებული პოპულარობა. 

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო, სადაც ხატია ნეფარიძე ზურა შევარდნაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. ხატია ნეფაერიძე ვიდეოში ამბობს, რომ "გარდენია შევარდნაძეში" დასაქმების პერსპეტქივით, 7-დღიანი გამოსაცდელი ვადით დაიწყო მუშაობა. მისი ანაზღაურება დღიურად 100 ლარს წარმოადგენდა, რაც სრულად მიიღო, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ დასაქმებაზე უარი უთხრეს. უარი მიიღო ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან, შემდეგ კი თავად ზურა შევარდნაძესთან გასაუბრებისთვის მივიდა გარდენიაში, რათა გაეგო უარის მიზეზი. საუბრის დროს, მას ზურა შევარდნაძემ უწმაწური სიტყვებით მოსთხოვა ადგილის დატოვება და შეურაცხყოფა მიაყენა. 

shevardnadze

ვიდეოს გავრცელების შემდეგ განცხადება "გარდენია შევარდნაძის" იმ წარმომადგენელმაც გააკეთა, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ხატია ნეფარიძესთან: 

"უკვე რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში ზურაბ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ, გამაოგნებელ კამპანიას და ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, როგორც პროცესში უშუალოდ ჩართულმა და ჩვენს ბაღში დასაქმების მსურველთა მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა, გაგიზიაროთ დეტალური ინფორმაცია, ქალბატონ მადონას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ სეზონური დამხმარის ვაკანსია, ეს ქალბატონი მოვიდა გასაუბრებაზე და რა თქმა უნდა, მას განვუმარტეთ, რა ფუნქცია-მოვალეობებს გულისხმობდა ეს კონკრეტული პოზიცია და როგორც სხვა დანარჩენს, მასაც შევთავაზეთ ანაზღაურება, 8 საათიან სამუშაო დღეში 100 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გავუფორმებდით თუ არა ხელშეკრულებას. კუთვნილი ჰონორარი ქალბატონს იმთავითვე გადავუხადეთ. მე, როგორც პასუხისმგებელი პირი, ვაკვირდებოდი მის საქმიანობას და რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონ ზურაბ შევარდნაძეს გავუზიარე ჩემი მოსაზრება, დასაქმების მსურველთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ კონკრეტული პოზიციისთვის იყო საჭირო და მეტიც, აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება და გადაწყვეტილება ქალბატონ მადონას არაერთხელ განვუმარტე და დავემშვიდობეთ.

შემდეგ, პერმანენტულად მწერდა როგორც ე.წ პირად მესენჯერში, ასევე გვწერდა “გარდენია შევარდნაძის” გვერდზე და რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ უხეში ფორმით, ერთგვარი ზეწოლის მოხდენის მცდელობაც კი ჰქონდა, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო - არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო დღის საათები თუ მაგალითად შუა ღამის 02.00 საათი, გაუთავებლად განაგრძობდა ჩვენს დამუნათებას. რა თქმა უნდა, პასუხს მოთმინებით და კეთილი სურვილებით ვუბრუნებდით და ცოტა უხერხულიც კია, რომ ამაზე ახლა ხაზგასმა გვიწევს. ვინაიდან ეს კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, ბატონმა ზურამ გვთხოვა, რომ მოსულიყო ქალბატონი მადონა, რათა თავად პირადად აეხსნა მიზეზი და კიდევ ერთხელ განგვემარტა მისთვის ჩვენი გადაწყვეტილება. ცხადია, დავხვდით აბსოლუტურად კეთილგანწყობილნი და სრული მზაობით, დაუზარლად, კიდევ ერთხელ აგვეხსნა ჩვენი პოზიცია.

  • ეს სიყვარული უკვე 17 წელს ითვლის: ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ბედნიერი ოჯახი, ორი შვილი და ოჯახური კადრები

ვუხსნიდით საკმაოდ დიდ ხანს, რა გვჭირდებოდა ჩვენ და რას ვერ ასრულებდა ქალბატონი. ალბათ დამეთანხმებით, რომ გვაქვს უფლება, თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, კონკრეტულ ვაკანსიაზე მსურველის დასაქმების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, არგუმენტებს დაუზარლად წარვუდგენდით. ამის მიუხედავად, ქალბატონი მადონა გვაქვს ეჭვი, რომ დაგეგმილი პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას და ამ დროს, ზოგჯერ სამწუხაროდ, ძალიან რთულია მოახერხო ბოლომდე თავის შეკავება. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ქალბატონი მხოლოდ რამდენიმედღიანი, გამოსაცდელი ვადით იყო ჩვენთან, არ გახლდათ გარდენიას თანამშრომელი.

მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ დრომდე მაქსიმალურად თავს ვიკავებდით დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღარც გაჩუმება შეიძლებოდა. და ბოლოს, რა თქმა უნდა ვისურვებ, რომ ასე ხელაღებით, დაუნდობლად არ შეგვეძლოს ტალახი ვესროლოთ ადამიანებს. ყველას გისურვებთ წარმატებას! ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული მშრომელი ადამიანი!" - დაწერა სოფო ჯოლოხავამ. 

მის გარშემო ხმაურის შესახებ დაწერა თავად ზურა შევარდნაძემაც: 

"დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ..მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად.იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კიარა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.თუ კი გეწყიინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა....გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია..სპეც ოპერაცია "მადონა" რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.დაწერეთ, დაწერეთ..."