"საუკეთესო ოცნებაშიც რომ ვერ ვიოცნებებდი, ის გოგო დაიბადა დღეს და თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება. დედიკოს ნიაკო ნოზაძე 10 წლის. მხოლოდ ერთი ვალდებულება გაქვს ცხოვრებაში - იყო უსასრულოდ ბედნიერი, დანარჩენი მე და შენ ვიცით", - წერს სოციალურ ქსელში ია დუდაშვილი და უფროს ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
ნიაკო ნოზაძე ფსიქოლოგ ია დუდაშვილისა და მომღერლის, "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძის ქალიშვილია. ნიაკო ნოზაძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა რამდენიმე თვის იყო - დედა მის ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველდღიურად აქვეყნებდა, გვიზიარებდა აღზრდისა და დედობის საკუთარ გამოცდილებას. მოგვიანებით ნიაკო ნოზაძე დედებისა და ბავშვების კარგი მეგობარი გახდა და უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა.

ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე
ირაკლი ნოზაძე იამდე რამდენჯერმე იყო დაოჯახებული, მაგრამ მისმა ურთიერთობებმა დიდხანს არ გასტანა. ამჟამად იას და ირაკლი ბედნიერი ოჯახი აქვთ და ამის დასტური მათი შვილებია. ია ამბობს მართალია წყვილმა კრიზისულ სიტუაციაშიც იყო, მაგრამ ერთად ყველაფერს გაუმკლავდნენ.
"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.
ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.