"ახლა ჩემი Coming soon-ის დროა. დაელოდე, მზია, ასეთი ნიუსიც დაიდება შენზე. ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს. რა ძალა მომაწერინებს ხელს საპროცესო შეთანხმებას?! უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს, ჩემი ხუთი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! მხოლოდ ციხე!", - წერს სოციალურ ქსელში ლიკა შენგელია, რომელიც წერილით სალომე გოგიაშვილს მიმართავს და საკუთარ გვერდზე "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბავს აზიარებს. ახალი ამბავი არ გულისხმობს ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის დავის დეტალებს, თუმცა მათი შემთხვევის მსგავსად, საუბარია პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას.

სალომე გოგიაშვილი და ლიკა შენგელია
რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილსა და მოდელ ლიკა შენგელიას შორის კონფლიქტი დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის საპასუხო უამრავი წერილი დაიწერა, რაც ქართველ საზოგადოებაში გავრცელდა. ლიკა და სალომე დეტალებს მუდმივად აზიარებენ სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ხშირად მიმართავენ.
ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.

სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებსა და საქმის მიმდინარეობის სხვა დეტალებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ:
სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას საქმე