ულამაზესი წყვილის სიყვარულის ამბავი: ცნობილი ოჯახები და ვარსკვლავური ცხოვრება: ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი - Marao

ულამაზესი წყვილის სიყვარულის ამბავი: ცნობილი ოჯახები და ვარსკვლავური ცხოვრება: ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი

2026-04-01 14:36:24+04:00

25 წლის კალათბურთელს, რატი ანდრონიკაშვილს ამომავალ ვარსკვლავად მოიხსენიებენ. 1.93 მეტრის სიმაღლის კალათბურთელი გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციებზე თამაშობს. რატი ამერიკის კოლეჯთა ლიგის კრეიტონ ბლუჯეისში ირიცხებოდა. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

რატი ანდრონიკაშვილის ოჯახი და კარიერა

რატი 2001 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ რატის წინაპრები ცნობილი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ - რატის მამა, სანდრო ანდრონიკაშვილი ცნობილი მსახიობისა და მწერლის, ბორის ანდრონიკაშვილის შვილია. გარდა ამისა, რატის ოჯახი დაკავშირებულია ყველასთვის კარგად ცნობილ თურმანიძეებთან, "თურმანიძის მალამოსთან". 

  • "როგორია მარტო ყოფნა, როცა სახლში ცოლი, შვილი, ოჯახი გეგულება..." - კალათბურთელი დუდა სანაძისა და ანუნა მდივნიშვილის ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი

რატის დედა ანანო ჩარკვიანია, რომელიც, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მისი ყველაზე დიდი და ერთგული გულშემატკივარია. რამდენიმე წლის წინ ანანო "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში შვილის შესახებ საუბრობდა: 

rati-andronikashvili

"რატი თამაშის მოახლოებისას განსაკუთრებულად მობილიზებულია, ყურადღება არაფერზე არ გადააქვს. ის ჯანსაღი ცხოვრების წესებით ცხოვრობს, არ სვამს, არ ეწევა, ადრე იძინებს. ეს მისთვის პრიორიტეტულია. ჩვენ, ოჯახი რატის თამაშის წინ ზედმეტ შეკითხვებს არასოდეს ვუსვამთ," - ამბობს რატის დედა, ანანო ჩარკვიანი.

რაც შეეხება მის სიყვარულთან დამოკიდებულებას, დედა ამ საკითხზეც საუბრობს:

"რატი პირად ცხოვრებასაც ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით უდგება, როგორც - კარიერას. ის საკმაოდ ფრთხილია და ადამიანებს ფრთხილად ირჩევს. ვიცი, რომ ამ მხრივ, სანერვიულო არ მაქვს. არც აქამდე მინერვიულია რატის პირადზე, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილ გრძნობებზე დამყარებულ ურთიერთობაში იქნება”, - ამბობდა ანანო ჩარკვიანი „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.

რატი ანდრონიკაშვილი და და ელენე შელია

რატი ანდრონიკაშვილის რჩეული ასევე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია - ელენე შელია, ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიას ქალიშვილია. 

elene-shelia

ელენე შელიას სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ - ის აქტიურია სხვადასხვა პლატფორმაზე და აქვეყნებს როგორც საკუთარ ყოველდღიურობას, ისე თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებს. 

ელენეს ჰყავს უფროსი და, ანა შელია და უმცროსი ძმა, დათუნა შელია. ანა შელია მოდელია. ის მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს. დათუნა შელია კი აშშ-ში ცხოვრობს, სწავლობს და სპორტული კარიერა აქვს. 

  • სიყვარულის 7 წელი, ორი შვილი და ულამაზესი ოჯახი: მოდელი ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძის ოჯახური იდილია

ანდრონიკაშვილი საქართველოს სუპერლიგის გუნდ ენერჯი ინვესტს 2020 წელს შეუერთდა, სადაც საშუალოდ 7.0 ქულას, 1.0 მოხსნასა და 1.0 გადაცემას ასრულებდა.

2020 წლის მაისში ანდრონიკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯთა ლიგის გუნდთან, კრეიტონ ბლუჯეისთან.

2020 წლის 6 ნოემბერს ანდრონიკაშვილმა წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა მთელი სეზონი გამოეტოვებინა.

2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო შეკრების შემდეგ ქართველი კალათბურთელი კრეიტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ დაბრუნდებოდა და თამაშს ევროპის კლუბში გააგრძელებდა.

რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში ის ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებსა და საქართველოს 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს.

მნიშვნელოვან მატჩებს, რატის ოჯახთან ერთად, ყოველთვის ესწრება ელენე შელიაც - რატის დიდი გულშემატკივარი. ისინი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდებიან, თუმცა ულამაზესი წყვილი ყოველთვის დიდ სიყვარულსა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. 

rati-andronikashvili