"ჩემი ქართველი და", - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე, კარლოტა ელენა. კარლოტა ნიკოლოზის ძმის, თენგო ბასილაშვილის მეუღლესთან, მაცო ჩოფიკაშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
კარლოტა ელენა და მაცო ჩოფიკაშვილი
მაცო ჩოფიკაშვილის და კარლოტა ელენა დროს ერთად ხშირად ატარებენ და კადრებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებენ. მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის ერთმანეთის გევრდით არიან.
თენგო და ნიკოლოზ ბასილაშვილებიმაცო ჩოფიკაშვილი და თენგო ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი და ბავშვობა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელია. მან 2019 წლის 27 მაისს მიაღწია ATP-ის რეიტინგში მე-16 ადგილს. ნიკოლოზი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში, საქართველოში. მამამისი, ნოდარ ბასილაშვილი, „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო; დედა, ნატალია კი - ექიმი. ნიკოლოზს ჰყავს უმცროსი ძმა, თენგიზ ბასილაშვილი. მამა ფიქრობდა, რომ მისი შვილები მის გზას გააგრძლებდნენ, თუმცა ნიკოლოზმა ჩოგბურთისადმი ინტერესი მალევე გამოხატა და მისი პროფესიონალურ დონეზე შესწავლაც გადაწყვიტა. 5 წლის ასაკში ბასილაშვილმა ჩოგბურთის თამაში დაიწყო.
თორმეტ წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. შემდეგ რამდენიმე წლით გადავიდა ამერიკაში. სანამ ნიკოლოზი აშშ-ში იყო, მისი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნიკოლოზს შეეძლო რუსეთში ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, სამშობლოს, საქართველოს დროშის ქვეშ თამაში გადაწყვიტა. ნიკოლოზი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ურთიერთობები
ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ნეკა დოროყაშვილმა 2013 წელს იქორწინეს. შვილი, ლუკასი, მათ 2015 წელს შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის სოციალური ქსელები სავსე იყო ოჯახური ფოტოებით, ისინი ერთმანეთს სკანდალურად და ხმაურით დაშორდნენ. ყველაფერი კი 2020 წელს დაიწყო. როცა ნიკოლოზმა დაქორწინება გადაწყვიტა. ის 21 წლის იყო და კარიერას ჯერ მხოლოდ იწყებდა.
ამის გამო მშობლებმა ეს ნაბიჯი არ მოუწონეს, თუმცა წყვილის ქორწილი მაინც შედგა. ისინი, როგორც ოჯახი, ხშირად ხვდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანდა, თუმცა მოულოდნელად, ნიკოლოზმა განქორწინება მოითხოვა. ნეკა არ ეთანხმებოდა ქმრის ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისინი კანონის ძალით მაინც განქორწინდნენ.