"მამაჩემი რომ ვეღარ მპატრონობდა, მერე ყოფილი ქმარი პატრონობსო" - თიკა ჯამბურიას ინტერვიუ - Marao

"მამაჩემი რომ ვეღარ მპატრონობდა, მერე ყოფილი ქმარი პატრონობსო" - თიკა ჯამბურიას ინტერვიუ

2026-04-02 13:40:03+04:00

"მიწევს, რომ სულ ვამტკიცო - ამბობდნენ, რომ წარმატებული ფულიანი მამიკოს გამო ვიყავი - ვერ მღერის და მამა პატრონობსო. ამის შემდეგ ყოფილი ქმარზე გადავიდნენ - ყოფილი ქმარი პატრონობსო, ძალიან დამღალა მტკიცებამ, რომ ასე არ არის. 

  • თიკა ჯამბურიას შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: მომღერლის ახალი კადრები აღფრთოვანებას იწვევს

მთელი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს ჩემი შრომით ვაკეთებდი. როცა რაღაც ძალიან მინდოდა, ყოველთვის მთელ შრომას ვდებდი. მაინც სულ რაღაცას ვამტკიცებ", - ამის შესახებ თიკა ჯამბურია "მადისაღმძვრელ პოდკასტში" საუბრობს. 

jamburia

თიკა ჯამბურია - ოჯახი და კარიერა

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. 

  • "ვიღაცისთვის შეიძლება საღლიცინო და სასაცილო ვიდეო ჩემთვის გახდა ჯოჯოხეთური დღეების დასაწყისი" - თიკა ჯამბურია 2025 წელს აჯამებს

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".  

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.