ცნობილი ექიმების დიდი ოჯახი და ულამაზესი წყვილის ახალი ფოტოები: სანდრო ჩიჩუა შეყვარებულია - Marao

ცნობილი ექიმების დიდი ოჯახი და ულამაზესი წყვილის ახალი ფოტოები: სანდრო ჩიჩუა შეყვარებულია

2026-04-02 15:22:26+04:00

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა და ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ საზოგადოებას თავი არამხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმით, არამედ განსაკუთრებული, ლამაზი ოჯახითაც შეაყვარეს - წყვილს სამი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. 

  • ვინ არის სანდრო ჩიჩუას შეყვარებული, რომელიც ცნობილი ინფლუენსერია: პოპულარული წყვილის სიყვარულის ამბავი

“რადგან დედისერთა ვარ, ყოველთვის მინდოდა მაქსიმალურად ბევრი შვილი მყოლოდა. სადაც ვხედავ კომპოზიციას, რომელიც სამი ერთეულისგან შედგება, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, მთავარია იყოს სამი, მაქვს საოცარი განცდა და სურვილი იმისა, რომ ეს ნივთი შევიძინო. თვალს თუ შეავლებთ ჩემს აქსესუარებს, ნახავთ, რომ სამეულები ჭარბობს. მათ ჩემს შვილებთან ვაიგივებდი”, - ამბობდა ქეთი ასათიანი. 

chichuebi

 ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი, მაშო ჩიჩუა, კამერების წინ იშვიათად ჩნდება, არ გამოირჩევა არც სოციალურ ქსელში აქტიურობით, თუმცა დის, ლიზა ჩიჩუას გვერდით მაინც ხშირად ნახავთ.

  • "მეგობრები- ანნა და გიო" - ლიზა ჩიჩუა და ჯანეტ ქერდიყოშვილი უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებენ

"სამშობიაროდან როგორც კი გამოვედი, ჩემი მუცელი თავის ფორმას დაუბრუნდა - სავარაუდოდ, გენეტიკის დამსახურებაა" - ლიზა ჩიჩუაჩიჩუების ოჯახში ყველაზე პოპულარული, ალბათ, ლიზაა - მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ და ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიაზე იქორწინა. ირაკლი დიდი ხნის მანძილზე მალავდა რჩეულის ვინაობას, მათ ერთად გამოჩენას კი აღფრთოვანება მოჰყვა. ლიზა და ირაკლი ორ შვილს, გიორგისა და ნინას ზრდიან, სულ ცოტა ხანში კი ისინი მესამე შვილის მშობლები გახდებიან. 

სანდრო ჩიჩუა და ანასტასია რუსია

სანდრო ჩიჩუა, უფროსი დის მსგავსად, იშვიათად ჩნდება კამერების წინ, თუმცა ის საზოგადოებამ ასევე ცნობილი ოჯახის - ნინა ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილთან, ანა ნაცვლიშვილთან ერთად გაიცნო. ახალგაზრდები რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები, ანა სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებსაც აქვეყნებდა, თუმცა მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა ორივე მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს - ანა ნაცვლიშვილი დავით თუშიშვილზე დაინიშნა, სანდრო ჩიჩუა კი კვლავ შეყვარებულია. 

  • ანა ნაცვლიშვილის ბედნიერი წელი: ნინა ცქიტიშვილის ქალიშვილის ნიშნობა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი

sandro-chichua

სანდრო ჩიჩუას რჩეული ინფლუენსერი ანასტასია რუსიაა. ანასტასიას ინსტაგრამისა და ტიკტოკის მომხმარებლები კარგად იცნობენ - მას ტიკტოკზე 50 ათასზე მეტი, ხოლო ინსტაგრამზე  - 40 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ანასტასია ხშირად აქვეყნებს ახლა ძალიან პოპულარულ „ანბოქსინგის“ ვიდეოებს, ასევე, გამომწერებს უზიარებს ყოველდღიურ თუ მოგზაურობის ვლოგებს. ცოტა ხნის წინ მან რჩეულთან, სანდრო ჩიჩუასთან ერთად გადაღებული კადრები პირველად გაასაჯაროვა მას შემდეგ კი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს კადრები ანასტასია რუსიას დაბადების დღიდან - ახალგაზრდა წყვილმა უამრავი მოწონება, დადებითი კომენტარი და სიყვარული დაიმსახურა.

sandro-chichua

sandro-chichua