თამო ვაშალომიძე: "რაც უნდა ფულიანი მამაკაცი ჰყავდეს, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე" - Marao

თამო ვაშალომიძე: "რაც უნდა ფულიანი მამაკაცი ჰყავდეს, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე"

2026-04-02 16:37:42+04:00

„მე ავირჩიე ჩემი თავი, ჩემი შვილები და ჩემი შვილების წყნარი ცხოვრება. სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ჩემი შვილები ცხოვრობენ ძალიან ბედნიერად.

ბევრი კითხვა იყო ყოველთვის ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით - კი, იყო თავიდან ქმარი, როდესაც სწორი მიმართულება მომცა, რომ ქარხანა მეპოვა, მაგრამ, ამის გარდა, არის პროდუქტები, პროდუქტებზე მუშაობა, მის შემადგენლობასა და ხარისხზე მუშაობა.

  • კიდევ ერთი ვარსკვლავური გამოჩენა: თამო ვაშალომიძე Milan Fashion Week-ზე იტალიელი დიზაინერის კაბით

რაც უნდა ფულიანი მამაკაცი ჰყავდეს, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე, რომ ვიღაცამ ყელში არ ამოუყვანოს ყოველი თეთრი და დაშორების შემდეგ ეს ყველაფერი არ აყვედროს, არ წაართვას და ა.შ

ის პერიოდი მაქვს, როცა მამაკაცზე საერთოდ არ ვფიქრობ, მე ჩემი შვილების წყნარი ცხოვრება ავირჩიე...“ - ამის შესახებ მოდელმა, ინფლუენსერმა და ბიზნესლედიმ, თამო ვაშალომიძემ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.  

tamo-vashalomidze

თამო ვაშალომიძის ოჯახი და კარიერა

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

  • "ქალი „სუსტი სქესია“ - ამაზე უფრო აბსურდული არაფერია" - თამო ვაშალომიძის, როგორც ძლიერი ქალის ამბავი

 "პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.

  • „ჩემი ცხოვრების მიზანი კარგი დედობაა...“ – თამო ვაშალომიძე ემოციებსა და გეგმებზე

"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.