"მინდა, სასახელო ქართველი გაიზარდო, სამშობლოსა და ადამიანების მოყვარული" - მარიამ ელიეშვილის ოჯახური ფოტოები და ცხოვრება საქართველოდან შორს - Marao

"მინდა, სასახელო ქართველი გაიზარდო, სამშობლოსა და ადამიანების მოყვარული" - მარიამ ელიეშვილის ოჯახური ფოტოები და ცხოვრება საქართველოდან შორს

2026-04-03 12:02:06+04:00

"განსაკუთრებულად მიყვარს ეს ფოტო, მინდა, სასახელო ქართველი გაიზარდო, სამშობლოსა და ადამიანების მოყვარული, კარგი პიროვნება, ჩვენ კი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი ჩაგინერგოთ, მიუხედავად მანძილის სიშორისა, იყო შენი კულტურისა და ტრადიციების გამგრძელებელი", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი მარიამ ელიეშვილის და შვილის, საბას ფოტოს აქვეყნებს. 

mariam-elieshvili

მარიამ ელიეშვილის ოჯახი და კარიერა 

მარიამ ელიეშვილი  მარიამ ელიეშვილი 1997 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მარიამმა დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს მიმართულებით, უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე. 

  • "ახალი სიმღერებით, ძალიან მალე გაგახარებთ" - რა სიახლეს აანონსებს მომღერალი მარიამ ელიეშვილი

მარიამ ელიეშვილის ცხოვრება ერთმა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ – სრულიად შეცვალა. მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და მას შემდეგ, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა.

mariam-elieshvili

  • ყველაზე პოპულარული ბავშვები და სახელები 2025 წელს: რას არქმევენ ცნობილი ქართველები შვილებს

მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი ქართულ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.

  • "დედობაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! ჩემს ცხოვრებაში ახლა იმდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეტაპია" - მარიამ ელიეშვილი დედობაზე, აშშ-ში ცხოვრებასა ოჯახზე

"მთელი ჩემი ცხოვრება სცენასა და სიმღერასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემთვის განათლებაც პრიორიტეტი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი მაინტერესებდა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სკოლა – ოქროს მედალზე და ზოგადად, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი. ხალხმა ფოლკლორული სიმღერებით გამიცნო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ჩემი სიმღერები არ არის მხოლოდ ხალხური და ქართული, რადგან 15 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიწევს გასტროლებზე სიარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც." 

mariam-elie