"ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? ", "ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე" - ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს - Marao

"ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? ", "ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე" - ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს

2026-04-06 10:03:11+04:00

გასული წლის 24 ოქტომბერს აბაშაში უმძიმესი ავარია მოხდა, რომელსაც ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში ბაჩო მეუღლესთან ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა. წყვილის ტრაგიკულმა ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. ლიკა ორი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მან ცოტა ხნის წინ ნოე სულაბერიძესთან მეუღლეზე, მათი გაცნობის ისტორიაზე და იმ დიდი ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც მათ გადახდათ. ინტერვიუს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ლიკა კი ამ კომენტარის ავტორებს გამოეხმაურა.

lika-kuchukhidze

  • "იღება კარი და შემოდის ჩემი დედამთილი - "ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო" - აბაშის გზაზე დატრიალებული ტრაგედია და ლიკა კუჭუხიძის ინტერვიუ 

რას წერს ლიკა კუჭუხიძე

"ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო. ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავსი სახის კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით - "ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოსო", "ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა", "ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია", "ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? ", "ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე".

ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემ ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ ამ კომენტარების და პირადში მოწერების გამო თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბათ მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი. საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე?

თმა კიდე ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩადეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატომ არ გიკვირთ? მე ორი თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული, და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგად დღეს ხეიბარი ვიქნებოდი. ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არიყო ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ? რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ? მაგას ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ ასქროლოთ პოსტი.

კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები როგორც კარგ კომენტარებს ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას.

მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ ვინც ჩემზე ლოცულობდით. მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით. ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფეხი, არ ჰქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ოღონდ ყოფილიყო ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად" - წერს ლიკა კუჭუხიძე.

lika-kuchukhidze

ლიკა კუჭუხიძის ინტერვიუ

"ბევრს ჰგონია, რომ ქორწილი იყო და ვგონკაობდით, ვხედავ ხოლმე რაღაც სტატუსებს, მსგავსი არაფერი ყოფილა, 25-ში ჩემი მეუღლე მეჯვარე უნდა ყოფილიყო.  წინა დღეს გავაწყვეთ მანქანა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო - ამას იძახდა. მოკლედ გავაწყვეთ მანქანა და მოვდიოდით. მახსოვს, რომ ბაჩომ დაიყვირა, ბიძია ეს რას შვრებაო...რომ ავიხედე მაღლა, წინიდან მანქანა იყო... ყველაფერი განათდა და სავარაუდოდ, ამ დროს მოხდა შეჯახება. მერე არაფერი არ მახსოვს, ყველაზე მძიმედ ვყოფილვარ მე, ჩემს სიკვდილს ელოდნენ ისე მძიმედ ვიყავი.

ერთი თვე ვიყავი ხელოვნურად დაძინებული, იმის გამო რომ ტკივილები არ მეგრძნო. პირველი, თვალები რომ გავახილე, ვიკითხე ბაჩო სად არის თქო, ზოგი ექთანი მეუბნებოდა რომ ავარიაში მოვხდი და არ მახსოვდა, ზოგი მეუბნებოდა რომ წავიქეცი. რომ ვიკითხე ბაჩოზე სად არის თქო...მითხრეს, შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა, კიბეებზე ჩამორბოდა და წაიქცა და ფეხი მოიტეხა და თბილისშიაო.  თითქოს მჯეროდა და თითქოს არც მჯეროდა რასაც მეუბნებოდნენ. ვთხოვდი, ხმა გამაგონეთ, ბაჩოს სურათი გადაუღეთ და მაჩვენეთ. არ შეიძლებაო, რეანიმაციაშია და იქ ტელეფონის შეტანა არ შეიძლებაო. მერე როცა უკვე ხერხემალზეც გამიკეთეს ოპერაცია, ექიმმა მითხრა, რომ ბაჩო აღარ არისო. ვერ დავიჯერე. ისეთი ენერგიული, ისეთი სასწაული იყო რომ მეთქი, რანაირად შეიძლება აღარ იყოს თქო და მერე მითხრეს ავარიის ამბავიც, რომელიც არ მახსოვდა. ამ დროს კარი იღება და შემოდის ჩემი დედამთილი, სულ შავებში ჩაცმული და მეუბნება, რომ ლიკუნია ჩვენი ბაჩო აღარ არისო. აი იქ დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი ჩაქრა. არ ვიცი როგორ გადავიტანე, ალბათ ბაჩომ და ღმერთმა მომცა ძალა, რომ ეს გადამეტანა. “ - ამბობს ლიკა კუჭუხიძე ნოესთან.