"დავინახე და ძალიან მომეწონა. რომი შნაიდერს მივამსგავსე..." - მერაბ სეფაშვილის მეუღლე, შვილები და სიყვარულის ამბავი - Marao

"დავინახე და ძალიან მომეწონა. რომი შნაიდერს მივამსგავსე..." - მერაბ სეფაშვილის მეუღლე, შვილები და სიყვარულის ამბავი

2026-04-06 11:04:54+04:00

მომღერალ მერაბ სეფაშვილის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ცოტა ხნის წინ მისი მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მომღერლის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. დედის გარდაცვალების შესახებ დაწერა სანდრო სეფაშვილმაც.

„გარდაიცვალა დედა, ნინო ჯურხაძე. პანაშვიდები 7-8 აპრილი, არსენას 11. გამოსვენება ქაშვეთის ტაძრიდან 9 აპრილს, 3 საათზე“, - წერს სანდრო სეფაშვილი.

რამდენიმე წლის წინ ნინო იშემიური ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

merab-sepashvili

  • „22 წლის ვიყავი... ძალიან მომეწონა, რომი შნაიდერს მივამსგავსე“ - მერაბ სეფაშვილისა და ნინო ჯურხაძის სიყვარულის ისტორია 

მერაბ სეფაშვილისა და ნინო ჯურხაძეს ოჯახი

"მერაბს ძალიან ვუყვარვართ მეც და თავისი შვილებიც, ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენ გარეშე არ შეუძლია. არც ქალებში დადის. გვყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან – ნიკუშა და სანდრო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვები გვყავს. ისინი ჩემთან უფრო ახლოს არიან, არა იმიტომ, რომ დედა უფრო უყვართ, მერაბი სულ წასულია", - უყვებოდა ,,სარკეს” რამდენიმე წლის წინ ნინო ჯურხაძე.

„23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მისი გვერდით დგომა მნიშვნელოვანი იყო. რომ არა ეს, აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ურთიერთობა," - ამბობდა მერაბი.

merab-sepashvili

  • ვიდეო: "დაბრუნება ბავშვობაში, ნამდვილი ვარსკვლავთცვენა" - ეკა კახიანის, მაია ჯაბუას, ნატო გელაშვილისა და მერაბ სეფაშვილის შესანიშნავი შესრულება 

"ნინო 1983 წელს შემთხვევით გავიცანი, ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მისი კლასელი იყო. 22 წლის ვიყავი, დავინახე და ძალიან მომეწონა. რომი შნაიდერს მივამსგავსე. 7 აპრილს აქვს დაბადების დღე. მაშინ იყო პერიოდი, როდესაც უკვე პოპულარული ვიყავი და გოგოებმა უთხრეს, მოიყვანეო. მარტო მივედი. შემდეგ დავმეგობრდით და დაახლოებით წელიწადი ასე ვიყავით.

ყოველთვის გრძნობ, როგორ არის ადამიანი შენ მიმართ განწყობილი და ნინოს მხრიდან მე ეს მოწონება მალევე ვიგრძენი” - ამბობდა მომღერალი ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში. 

რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა კითხვების“ სტუმარი ცნობილი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო.

"ვიგრძენი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ. რომ შეხვდები ადამიანს, ემოციები სხვანაირი წამოვიდა. აქედან გამომდინარე აეწყო. პირველი შეხვედრა მივხვდი, რომ არ იყო ჩვეულებრივი… რაც უნდა გიყვარდეს ადამიანი, ყველას უფიქრია მეუღლესთან დაცილებაზე. ყოფილა ორი-სამი თვე რომ წახვალ, მერე შენს თავშიც ფიქრობ, რატომ ვაკეთებ ამასო. მერე რაღაცებს გადააფასებ და წყნარდები. ეს იცის ბოჰემურმა ცხოვრებამ. მეუღლე სწორად აზროვნებდა, აბსოლუტურად სწორი ლოგიკით. თუ გადადგამ ამ ნაბიჯს, რომ ასეთი პროფესიის ადამიანს გაჰყვები, აღარ უნდა ინერვიულო, უნდა მიეჩვიო. მე რას გავაკეთებ, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ სულ ეჭვით და პრობლემით ცხოვრება ძალიან რთულია…" - ამბობდა მერაბი.