სუნამოების მაღაზიაში, ასობით ფერად ფლაკონს შორის, სავსებით ბუნებრივია, თუ თავბრუ დაგეხვა. სხვადასხვა სურნელი ერთმანეთში ირევა და ვეღარ აღიქვამ, რომელია ის ერთი, რომელსაც ეძებ. სუნამო თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ, საკმარისი არაა, მხოლოდ სასიამოვნო არომატი ჰქონდეს. მასში უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც თანხვედრაშია იმ ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებთან, ვინც მიიპკურებს.
სუნამოს შერჩევა განსაკუთრებით რთული მაშინ არის, როდესაც სხვისთვის გვინდა საჩუქრად. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სურნელი ხომ ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რითაც ხშირად გვცნობენ. სუნს საოცარი ძალა აქვს. მას შეუძლია წამებში გააღვიძოს მოგონებები, შეცვალოს განწყობა და ადამიანზე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე მისმა ჩაცმულობამ ან სიტყვებმა შეიძლება გამოხატოს.
იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთო, უნდა იცოდე, რისგან შედგება სუნამო. პარფიუმერიაში არსებობს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც მსგავს არომატებს აერთიანებს. სწორედ ეს ბაზისია იმის განმსაზღვრელი, თუ რა ემოციას ატარებს სურნელი.
ეს ყველაზე პოპულარული და მრავალფეროვანი ჯგუფია. მასში დომინირებს ვარდის, ჟასმინის, ლილიისა და პიონის ესენციები. ასეთი სუნამოები ასოცირდება სინაზესთან, ფემინურობასთან, სისუფთავესთან, კლასიკურობასთან და ელეგანტურობასთან.
აქ მთავარ როლს ვანილი, მუშკი, ქარვა და ეგზოტიკური სანელებლები თამაშობს. შესაბამისად, როგორც წესი, საკმაოდ მძაფრი სურნელი აქვთ. ასეთი სუნამოები ყოველთვის ტოვებს საიდუმლოებით მოცული ადამიანის შთაბეჭდილებას, თუმცა ამავდროულად, სითბოსთან და ტემპერამენტთან ასოცირდება.
სანდალოზი, კედარი, პაჩული, ვეტივერია - ეს ინგრედიენტები სუნამოს სტაბილურობის, სიმშვიდისა და შინაგანი სიძლიერის დემონსტრირების საშუალებად აქცევს. ტყის სურნელით გაჯერებული არომატები ხშირად ასოცირდება ბუნებასთან სიახლოვისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოდ.
ლიმონი, ბერგამოტი, ფორთოხალი და ზღვის სურნელი - ეს არომატები განსაკუთრებით ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია. იდეალურია მათთვის, ვისაც სიმსუბუქე და დინამიკური ბუნება ახასიათებს.
ახლა კი გადავიდეთ მთავარ საკითხზე, როგორ მივხვდეთ, რომელი ჯგუფის ბაზაზე დამზადებული სუნამო უხდება კონკრეტულ ადამიანს? აქ გასათვალისწინებელია პიროვნების ხასიათი და მისი ცხოვრების წესი.
თუ ადრესატი რომანტიკული, ნაზი ბუნებისაა, მას სავარაუდოდ ყვავილის არომატები მოეწონება. ასეთი ადამიანებისთვის სუნამო მათი ბუნების ნაწილად იქცევა ხოლმე. არომატი უნდა იყოს მსუბუქი, როგორც გაზაფხულის დილა. ყვავილების ნაზი სურნელი მათ მგრძნობიარე პერსონას ზუსტად გამოხატავს.
ენერგიული და აქტიური ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად მოძრაობაში არიან, ციტრუსოვანი და გრილი არომატებია ზედგამოჭრილი. ეს სუნამოები მათ სიმხნევეს მატებს, არ არის დამთრგუნველი და იდეალურად ერწყმის მათ დინამიკურ რიტმს. მათთვის სურნელი მოტივაციის დამატებითი წყაროა.
ძლიერი და თავდაჯერებული პიროვნებებისთვის, რომლებსაც მკაფიოდ გამოხატული ლიდერული თვისებები აქვთ, ტყის სურნელი საუკეთესოა. სანდალოზისა და კედრის ესენცია ხაზს უსვამს მათ სტაბილურობასა და ავტორიტეტს. ასეთი სურნელი გარშემომყოფებში ნდობისა და პატივისცემის განცდას ბადებს.
ხოლო იდუმალი, მაცდური, ექსტრავაგანტური ტიპებისთვის, აღმოსავლური არომატებია შექმნილი. ვანილისა და სანელებლების სურნელი ინტრიგას ქმნის, რომელიც დიდხანს რჩება მეხსიერებაში. ეს არის სურნელი განსაკუთრებული საღამოებისთვის და მათთვის, ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ, გვინდა რამდენიმე პროფესიული საიდუმლო გაგიზიაროთ.
სუნამოს სწორად შერჩევა კარგ ინტუიციას მოითხოვს, რომელიც ცოდნას ეყრდნობა. არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების. ხანდახან ის არომატი, რომელიც ერთი შეხედვით საერთოდ არ გგავს, შეიძლება შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს. იმედია, ეს გზამკვლევი დაგეხმარება იპოვო ის ერთი, იდეალური ფლაკონი, რომელიც შენს სავიზიტო ბარათად იქცევა.