გოგოა თუ ბიჭი? ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა მესამე შვილის სქესი გაამხილეს - Marao

გოგოა თუ ბიჭი? ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა მესამე შვილის სქესი გაამხილეს

2026-04-06 12:54:04+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მესამე შვილს ელოდებიან. წყვილს უკვე ჰყავს რი გოგონა, ანნა და ლილი, ამჯერად კი გულშემატკივრებს ახარეს, რომ მათი მესამე შვილიც გოგონაა.

  • ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუ: "მაშინ არც წონას ექნება მნიშვნელობა, არც სიმაღლეს, არც ვიზუალს..."

ჯანეტ ქერდიყოშვილისთვის ეს მესამე შვილია, ნოე სულაბერიძისთვის კი - მეხუთე. მას წინა ქორწინებებიდან ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. 

noe-sulaberidze

ნოე სულაბერიძის ოჯახის და კარიერა  

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება. 

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. წლების წინ მის არაერთ რომანს საზოგადოება საჯაროდაც განიხილავდა. ნოეს პირველ ქორწინებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ამ ურთიერთობაში მას ერთი შვილი, ალექსანდრე შეეძინა. 

მეორე ნოე სულაბერიძემ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, მათ ერთი ქალიშვილი, ლიზა ჰყავთ. წლების წინ ძალიან ხმაურიანი და სკანდალური აღმოჩნდა ეკასა და ნოეს დაშორება. მაშინ ეკა სამხარაძე არ ერიდებოდა მიზეზებზე საუბარს. 

  • დიდი სიახლე ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებაში: რა კადრებს აქვეყნებს "მის საქართველო"

ნოე სულაბერიძემ მესამედ "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა. ეს ურთიერთობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წყვილი სიყვარულს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. 

ჯანეტის გზა დიდ სცენამდე 2011 წელს დაიწყო, როცა ჯანეტმა “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, 2013 წელს ის მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, თუმცა, მიუხედავად თავისი გამორჩეული ხმისა და დიდი პოტენციალისა, მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწია - სამოდელო კონტრაქტის პირობების გამო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა მუსიკასა და სილამაზის კონკურსებს შორის. ჯანეტმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა საქართველოს სახელი. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მის სამყაროს" კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

დროის სვლასთან ერთად, ჯანეტმა კარიერა სხვა მიმართულებშიც წარმატებით გააგრძელა. გახდა ტელეწამყვანი, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესშიც მოსინჯა ძალები: დააარსა დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

  • "ძალიან სწრაფად შეგვიყვარდა ერთმანეთი, უცებ აფეთქდა" - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძეს სიყვარულის ისტორია

მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ წარმატებულია - ის დაქორწინდა ცნობილ ტელეწამყვანზე და პროდიუსერზე, ნოე სულაბერიძეზე. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. წყვილს ორი საერთო შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.