ანჯელინა ჯოლის ქალიშვილი შაილო ახალ K-Pop ვიდეოში დედის ორეულივით გამოიყურება - 19 წლის გოგონამ თაყვანისმცემლები გააოცა, როდესაც მომღერალ Dayoung-ის სინგლის "What's a Girl to Do" თიზერში გამოჩნდა.

ვინ არის შაილო ჯოლი-პიტი
შაილო ჯოლი Dayoung-ის მუსიკალური ვიდეოს თიზერში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ში გამართული ღია ქასთინგის შედეგად შეირჩა. Starship Entertainment-მა განაცხადა, რომ ქასთინგის პროცესში მათ არ იცოდნენ, რომ ის ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი იყო. შაილომ თავისი საცეკვაო ნიჭი ვიდეოებში უკვე გამოავლინა და ქორეოგრაფებისგან დიდი შექებაც დაიმსახურა. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილს, შაილოს, მოცეკვავის მზარდი კარიერა აქვს.
კლიპში შილოს თმა უკან აქვს გადაწეული, აცვია ყავისფერი მაქმანებიანი ზედა და უკეთია დიდი საყურეები. სრული ვიდეო კი 7 აპრილს გამოდის.
„ჩვენ ჩავატარეთ ღია ქასთინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში Dayoung-ის მუსიკალური ვიდეოსთვის შემსრულებლების შესარჩევად. მონაწილეებს შორის იყვნენ მოცეკვავეები ჯგუფიდან, სახელწოდებით "Culture", - განუცხადა Starship Entertainment-ის წარმომადგენელმა გამოცემა Maeil Business Newspaper Star Today-ს.
„შაილო ფინალურ ტურში შეირჩა და Dayoung-ის მუსიკალურ ვიდეოს შეუერთდა. გადაღებების შემდეგაც კი წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ის ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილი იყო, ეს სულ ახლახან, შემთხვევით გავიგეთ“, - დასძინა წარმომადგენელმა.
შაილომ თავისი ტალანტი ინტერნეტში მანამდეც გამოავლინა, რის გამოც თაყვანისმცემლებისა და ქორეოგრაფების მოწონება დაიმსახურა.

2024 წლის მაისში, ქორეოგრაფმა ლილ კელაან კარტერმა Instagram-ზე გააზიარა ვიდეო, სადაც შაილო სტუდიაში მარტო ცეკვავს Uncle Waffles-ის და Tony Duardo-ს სიმღერაზე “Tanzania”. "მისი პლასტიკა გიჟურია. მადლობა ენერგიისთვის," - ასე დაასათაურა კარტერმა ვიდეო.
2022 წლის ივნისში შაილო შენიშნეს ლოს-ანჯელესში, Millennium Dance Complex-ში ჩაწერილ ვიდეოში, რომელიც ქორეოგრაფმა ჰამილტონ ევანსმა გამოაქვეყნა. შვიდწუთიან კლიპში შაილო, რომელსაც Beatles-ის შავი მაისური და შარვალი აცვია, სხვა მოცეკვავეებთან ერთად ასრულებს ნომერს Doja Cat-ის სიმღერაზე "Vegas" (ელვისის საუნდტრეკის პირველი სინგლი).
ქორეოგრაფი კოლანი მარკსი ადრე ესაუბრა გამოცემა PEOPLE-ს შილოს სამუშაო ეთიკისა და ცეკვისადმი ერთგულების შესახებ და ხაზი გაუსვა მის ტრანსფორმაციას Millennium Dance Complex-ში მათი პირველი საერთო გაკვეთილის შემდეგ.
„ის არის ადამიანი, ვისთანაც უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ“, - განუცხადა მოცეკვავემ PEOPLE-ს 2024 წლის ივლისში.
„ჩემი სტილი ბევრი ადამიანისთვის გაცილებით რთულია და ის ნამდვილად ცდილობს მის ათვისებას“, - თქვა მარკსმა და აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს შილოს თავდადებას ამ რთული საქმისადმი.