ვინ არის ქართველი მოდელი, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო: მარიამ სამხარაძის გზა პოდიუმზე - Marao

ვინ არის ქართველი მოდელი, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო: მარიამ სამხარაძის გზა პოდიუმზე

2026-04-06 17:21:48+04:00

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქართველი მოდელი ტრადიციულ ქართულ სამოსში პოზირებს. კადრები თავდაპირველად TikTok პლატფორმაზე ფოტოგრაფმა ნატალია გოროზიამ გამოაქვეყნა. ვიდეომ 12 საათში 250 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა - კადრებში მოდელი მარიამ სამხარაძე ჩანს. მას უამრავმა ადამიანმა ქართველი ანჯელინა ჯოლიც უწოდა. 

mariam-samxaradze

ვინ არის მარიამ სამხარაძე

ახალგაზრდა ქართველი მოდელი მარიამ სამხარაძე უკვე რამდენიმე წელია, ამ სფეროში წარმატებით საქმიანობს. ის არაერთი ვიზაჟისტისა თუ დიზაინერისთვის სასურველი და საყვარელი სახეა - მისი გარეგნობით აღფრთოვანებას კი ხშირად გამოხატავენ. 

  • მოდა, როგორც ტრანსფორმაციის აქტი: Lima’s Angels-ის ფილოსოფია და გზა მილანის პოდიუმამდე

მარიამ სამხარაძემ აქტიური სამოდელო კარიერია 2023 წლიდან დაიწყო  - მონაწილეობას იღებდა კერძო გადაღებებსა და ადგილობრივ ჩვენებაში. მოდელის სტატუსით არაერთ გადაცემასაც სტუმრობდა.

mariam-samxaradze

სულ ცოტა ხნის წინ, 2026 წლის 27 თებერვალს, მარიამ სამხარაძე მილანის მოდის დღეების (Milan Fashion Days) ფარგლებში პოდიუმზეც ვიხილეთ. მან ქართული ბრენდის, Lima’s Angels-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 

მარიამის განსაკუთრებულ გარეგნობასა და მონაცემებს ხშირად უსვამენ ხაზს. ზოგჯერ მას ცნობილ სახეებსაც ადარებენ, მაგალითად, ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლისა და თურქ მსახიობ ჰილალ ალთინბილექს.

თქვენ რას ფიქრობთ, რომელ მათგანს ჰგავს ქართველი მოდელი? 

მარიამ სამხარაძე
ანჯელინა ჯოლი
ჰილალ ალთინბილექი