რას პასუხობს სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი"ეპშტეინის ფაილებში" მონაწილეობაზე ბრალდებას: “საშინელებაა იმის წაკითხვა, თუ როგორ საუბრობს შენზე ასეთი ფორმით ადამიანი" - Marao

რას პასუხობს სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი"ეპშტეინის ფაილებში" მონაწილეობაზე ბრალდებას: “საშინელებაა იმის წაკითხვა, თუ როგორ საუბრობს შენზე ასეთი ფორმით ადამიანი"

2026-04-07 10:16:51+04:00

ჯიჯი ჰადიდი ეხმაურება მისი და მისი დის, ბელას „შემაშფოთებელ“ გამოჩენას ეპშტეინის ფაილებში - „მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ არასდროს მქონია რაიმე კავშირი იმ საზიზღარ არსებასთან“, - დაწერა მოდელმა ეპშტეინის შესახებ სოციალურ ქსელში.

  • ჯიჯი ჰადიდმა ისაუბრა ეპშტეინის ფაილებში მისი და მისი დის, ბელა ჰადიდის ხსენების შესახებ, მას შემდეგ, რაც მათი სახელები ფიგურირებდა 2015 წლის მეილების მიმოწერაში გარდაცვლილ ფინანსისტსა და ანონიმურ პირს შორის.
  • მოდელმა ასევე უპასუხა მიმოწერაში გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მისი და ბელას წარმატება მათი გავლენიანი მშობლების დამსახურებაა.

ჯეფრი ეპშტეინსა და გასაიდუმლოებულ პირს შორის 2015 წლის მიმოწერაში -რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) გაასაჯაროვა, ანონიმური პირი ეკითხებოდა ჯეფრი ეპშტეინს,როგორ მოახერხეს 30 წლის ჯიჯიმ და 29 წლის ბელამ „მოდელობა და ამდენი ფულის შოვნა“.

  • თითქმის 20 წლის შემდეგ რუსლანა კორშუნოვას თვითმკვლელობის საქმე ისევ აქტუალურია - რისი მსხვერპლი გახდა სინამდვილეში 20 წლის მოდელი

მას შემდეგ, რაც ეპშტეინმა უპასუხა: „შენც ხომ იცი“, ანონიმურმა პირმა ივარაუდა, რომ მათმა მამამ „სააგენტოს ფული გადაუხადა“.

„არა“, - უპასუხა ეპშტეინმა და მოგვიანებით განმარტა: „იმიტომ, რომ ისინი მითითებებს ასრულებენ, ყველაფერი ასე მარტივია“.

იმეილის გასაჯაროების შემდეგ, 29 მარტს, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჯიჯის ინსტაგრამის პოსტის ქვეშ კომენტარი დატოვა და აღიარა, რომ იძულებული გახდა მოდელისთვის „გამოწერა გაეუქმებინა”, რადგან ჯიჯი ფაილებში მისი სახელის ხსენებაზე დუმდა.

  • მოდელი, რომელიც "ეპშტეინის იმპერიას" 20 წლის წინ დაუპირისპირდა - როგორ გაწირა სისტემამ კარენ მულდერი

2008-დან 2019 წლამდე ათობით ქალმა დასდო ბრალი ეპშტეინს სექსუალურ ძალადობაში.

hadid

2019 წლის ივლისში ეპშტეინი დააკავეს და ბრალი წაუყენეს არასრულწლოვანებით ტრეფიკინგსა და ამავე მიზნით შეთქმულებაში. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, 10 აგვისტოს, მან ციხის საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სანამ ფედერალური შეთქმულებისა და ტრეფიკინგის მუხლებით სასამართლო პროცესს ელოდებოდა.

უკვე წაშლილ საპასუხო კომენტარში, ჯიჯიმ განმარტა, თუ რატომ არ გააკეთა თავიდანვე კომენტარი ეპშტეინის ფაილებში მის მოხვედრაზე.

ჯიჯი ჰადიდის პასუხი

“საშინელებაა იმის წაკითხვა, თუ როგორ საუბრობს შენზე ასეთი ფორმით ადამიანი, რომელსაც არასდროს შეხვედრიხარ. განსაკუთრებით ამ კონტექსტში.

ჩემთვის აშკარა იყო, რომ იმ მეილებში ის ცდილობდა, თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს სხვების კარიერას თავად განაგებდა. ამას მსხვერპლებით მანიპულირებისთვის აკეთებდა (ამ შემთხვევაში იმათზე ვამბობ, ვინც ჩემს კარიერაზე ეკითხებოდა). სინამდვილეში კი, ეს ხალხი მისგან დაპირებულ სამუშაოს ვერასდროს იღებდა.

  • ვინ არის სინამდვილეში ელენა ქანთარია - "ეპშტეინთან" დაახლოებული ქართული წარმოშობის მოდელი, რომელიც გაქრა

 აქამდე კომენტარს არ ვაკეთებდი, რადგან არ მინდოდა მისი ნამდვილი მსხვერპლების ისტორიებისთვის ყურადღება წამერთმია; მაგრამ შენმა კომენტარმა მიმახვედრა, რომ შესაძლოა ყველაფერი ნათელი არ არის - და მნიშვნელოვანია იცოდეთ - მე პრივილეგირებული გავიზარდე, დიახ. მაგრამ ჩემმა მშობლებმა დამიცვეს და მასწავლეს შრომის ფასი, იმავე მძიმე შრომის, რომელმაც ისინი ამ ქვეყანაში ჩამოიყვანა და კარიერა შეუქმნა.

ჩვენ თავად შევიტანეთ განაცხადები და დედაჩემმა პირადად მიმიყვანა შეხვედრებზე ნიუ-იორკის სააგენტოებში, სანამ 18 წელი შემისრულდებოდა, რომელთაგან ორში - Marylins-სა და Ford-ში - თავად იყო გაფორმებული თავისი კარიერის განმავლობაში. მე ალბათ 10 სააგენტოს შევხვდი - მხოლოდ Marylin's-მა, IMG-მ და  კიდევ ერთმა სააგენტომ შემომთავაზა კონტრაქტი. მე ხელი მოვაწერე IMG-სთან 2012 წელს. და მას შემდეგ ყოველ წამს თავდაუზოგავად ვმუშაობ.

იმ ფაილებში ჩემი სახელის ხსენება, ვფიქრობ, 20-21 წლის ვიქნებოდი იმ დროს, როდესაც ის ამ მეილს დაწერდა, შემაშფოთებელია და მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ არასდროს მქონია რაიმე კავშირი იმ საზიზღარ არსებასთან”, - დაწერა გიგი ჰადიდმა.

gigi-hadid