"შენთან ერთად ყველაფერი ჯადოსნურია" - ჯორჯინა უზკატეგუის ახალი ცხოვრება - Marao

"შენთან ერთად ყველაფერი ჯადოსნურია" - ჯორჯინა უზკუტეგის ახალი ცხოვრება

2026-04-07 10:38:32+04:00

"შენთან ერთად ყველაფერი ჯადოსნურია", - წერს ჯორჯინა ჯორჯინა უზკატეგუი, ქართველი სპორტსმენის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე და ქალიშვილთან ერთად გადაღებული კადრების ფოტოალბომს აქვეყნებს. 

  • "რაც შენ გეხება, მე მსხვერპლი არასდროს გამიღია" - ჯორჯინა უზკუტეგი ვიდეოს აქვეყნებს

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის განქორწინების შემდეგ, ქალიშვილზე მეურვეობა ორივე მშობელს აქვს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სასამართლომ მიიღო. უამრავი დაბრკოლების შემდეგ, ილია თოფურიაცა და ჯორჯინა უზკატეგუიც დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს - ილია სპორტს, ჯორჯინა კი საკუთარ საქმიანობას. ის ხშირად აქვეყნებს კადრებს კომერციული გადაღებებიდან, სარეკლამო ფოტოსესიებიდან - ხშირად წერს იმაზეც, რომ ახლა განსაკუთრებით თავდაჯერებულია და მისი მთავარი მიზანი შვილის ბედნიერებაა. 

giorgina-uzcategui

giorgina-uzcategui

giorgina-uzcategui

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის სასამართლო დავა

გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვდა მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.

  • "წინ, მიზნებისკენ - შემდეგი თავი ჯერ ახლა იწყება" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

ilia-topuria

მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგუის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.

  • დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ვრცელ წერილს აქვეყნებს: "მინდა გავიხსენო ერთი მნიშვნელოვანი რამ"

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.