ჯადოსნური სითხე, რომელიც პასკას უნდა დაუმატოთ: რეცეპტი შეფ ალეკო ჯავაშვილისგან - Marao

ჯადოსნური სითხე, რომელიც პასკას უნდა დაუმატოთ: რეცეპტი შეფ ალეკო ჯავაშვილისგან

2026-04-07 14:49:43+04:00

სააღდგომო სამზადისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ტრადიციებით დატვირთული პროცესია, რომელიც მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე კულინარიულ და კულტურულ რიტუალებს.

  • აი, როგორი იყო პასკა, რომელსაც ბარბარე ჯორჯაძე აცხობდა: რეცეპტი

პასკა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი მზა პასკას ყიდულობს, ოჯახების დიდ ნაწილში მისი გამოცხობა ნამდვილი რიტუალია. ახლა განსაკუთრებით აქტუალურია ნაცადი, მარტივი რეცეპტები პასკისთვის, შეფ ალეკო ჯავაშვილი კი გვიზიარებს პატარა ხრიკს - როგორ მოვამზადოთ სითხე, რომელიც ტკბილეულს, მათ შორის პასკასაც, განსაკუთრებულს გახდის.

შეფ ალეკო ჯავაშვილის რეცეპტი 

recepti

ინგრედიენტები:

  • შაფრანი - 10გრ.
  • დარიჩინი - 25გრ.
  • ილი - 25გრ.
  • მიხაკი - 25 გრ.
  • მუსკატის კაკალი და ვანილი - 10 გრ.
  • კურკუმა;
  • არაყი - 0,5 ლიტრი. 

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი გადავურიოთ ერთმანეთს, ჩავამატოთ არაყი და ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ. რამდენიმე დღის შემდეგ შეგვიძლია გამოვიტანოთ მომზადებული სითხე, სადაც ეს ინგრედიენტები დაილექება და გადავწუროთ.

  • ნუცა ცისკარიშვილის პასკის რეცეპტი: "ეს არის ჩემი ოჯახური რეცეპტი, რომელსაც ყოველ წელს ვაკეთებთ"

დალექილი ინგრედიენტები არ გადავყაროთ. შეგვიძლია, პერგამენტის ქაღალდზე გადავიტანოთ და გავაშროთ. მომზადებული სითხე შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა სახის ტკბილეულში. ეს სითხე ფუნთუშებს და, მათ შორის, პასკასაც განსაკუთრებულ არომატს შესძენს.

paska