„ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია" - გოგონა პოპულარული ვიდეოდან: მარიამ სამხარაძის ინტერვიუ - Marao

„ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია" - გოგონა პოპულარული ვიდეოდან: მარიამ სამხარაძის ინტერვიუ

2026-04-07 15:53:15+04:00

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქართველი მოდელი ტრადიციულ ქართულ სამოსში პოზირებს. კადრები თავდაპირველად TikTok პლატფორმაზე ფოტოგრაფმა ნატალია გოროზიამ გამოაქვეყნა. ვიდეომ 12 საათში 250 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა - კადრებში მოდელი მარიამ სამხარაძე ჩანს. მას უამრავმა ადამიანმა ქართველი ანჯელინა ჯოლიც უწოდა. 

  • ვინ არის ქართველი მოდელი, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო: მარიამ სამხარაძის გზა პოდიუმზე

მშვენიერი მოდელის გარეგნობამ უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა, თუმცა, გააჩინა ეჭვებიც მისი ეროვნების შესახებ - უამრავ კომენტარს წააწყდებით, სადაც წერენ, რომ მარიამი არ ჰგავს ქართველს. როგორც აღმოჩნდა, მასზე ისიც დაიწერა, რომ პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული - თავად მარიამ სამხარაძემ ამის შესახებ „რადიო ფორტუნასთან“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვიზუალში არაფერი შეუცვლია: 

„ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია, თმაც კი არ მაქვს შეღებილი, ბავშვობის ფოტოებიც მიდევს სოციალურ ქსელში“, - ამბობს ის. 

რაც შეეხება მარიამ სამხარაძის ეროვნებას, ის ქართველია. ამბობს, რომ ორივე მშობელს ჰგავს - დედასაც და მამასაც, მაგრამ უფრო მეტად - ბებიას, რომელიც რუსია. 

„ურთიერთობაში ვარ, დაკავებული ვარ. თაყვანისმცემლებიდან არავის ვპასუხობ. პირადზე დიდად საუბარი არ მიყვარს”, - ამბობს მარიამ სამხარაძე „რადიო ფორტუნასთან“ ინტერვიუში. 

 mariam-samkharadze

ვინ არის მარიამ სამხარაძე

21 წლის  ქართველი მოდელი მარიამ სამხარაძე უკვე რამდენიმე წელია, ამ სფეროში წარმატებით საქმიანობს. ის არაერთი ვიზაჟისტისა თუ დიზაინერისთვის სასურველი და საყვარელი სახეა - მისი გარეგნობით აღფრთოვანებას კი ხშირად გამოხატავენ.

მარიამ სამხარაძემ აქტიური სამოდელო კარიერია 2023 წლიდან დაიწყო  - მონაწილეობას იღებდა კერძო გადაღებებსა და ადგილობრივ ჩვენებაში. მოდელის სტატუსით არაერთ გადაცემასაც სტუმრობდა.

  • მოდა, როგორც ტრანსფორმაციის აქტი: Lima’s Angels-ის ფილოსოფია და გზა მილანის პოდიუმამდე

სულ ცოტა ხნის წინ, 2026 წლის 27 თებერვალს, მარიამ სამხარაძე მილანის მოდის დღეების (Milan Fashion Days) ფარგლებში პოდიუმზეც ვიხილეთ. მან ქართული ბრენდის, Lima’s Angels-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 

mariam-samxaradze

მარიამის განსაკუთრებულ გარეგნობასა და მონაცემებს ხშირად უსვამენ ხაზს. ზოგჯერ მას ცნობილ სახეებსაც ადარებენ, მაგალითად, ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლისა და თურქ მსახიობ ჰილალ ალთინბილექს.