ვარსკვლავური წყვილის ფრანგული ვოიაჟი: ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა Monte-Carlo Country Club-ში - Marao

ვარსკვლავური წყვილის ფრანგული ვოიაჟი: ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა Monte-Carlo Country Club-ში

2026-04-08 10:19:09+04:00

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას წყვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარლოტა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. ამჯერადაც მან ტრადიციას არ უღალატა და ნიკოლოზთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

წყვილი Monte-Carlo Country Club-ში იმყოფება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩოგბურთის კლუბი მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მონაკოს მახლობლად, საფრანგეთში. კლუბი დაარსდა 1928 წელს და ცნობილია თავისი უნიკალური ხედებითა და მაღალი დონის ინფრასტრუქტურით.

Monte-Carlo Country Club განსაკუთრებით სახელგანთქმულია იმით, რომ მასპინძლობს ყოველწლიურ ტურნირს Monte-Carlo Masters, რომელიც ATP ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვიშის საფარის შეჯიბრებაა. აქ არაერთ ცნობილ ჩოგბურთელს უთამაშია, მათ შორის რაფაელ ნადალი, რომელმაც ამ ტურნირზე არაერთხელ მოიპოვა გამარჯვება.

carlota-elena

  • რომანტიკა კორტებზე: კარლოტა ელენა და ნიკოლოზ ბასილაშვილი 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

  • ცნობილი წყვილის ფოტოები მზიანი კალიფორნიიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა 

nikoloz-basilashvili

  • "ჩემო სიყვარულო, ჩემთვის ყველაფერი ხარ" - კარლოტა ელენას რომანტიკული წერილი იუბილარ მეუღლეს 

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა.