"19 წლის ვიყავი, როცა გავაჩინე და მასთან ერთად მეც გავიზარდე" - ლენუკა ყიფშიძე ერთადერთი შვილის შესახებ - Marao

"19 წლის ვიყავი, როცა გავაჩინე და მასთან ერთად მეც გავიზარდე" - ლენუკა ყიფშიძე ერთადერთი შვილის შესახებ

2026-04-08 10:43:29+04:00

ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს. ნიკუშა ნინუა, რომელიც ლენუკას ერთადერთი ვაჟია, იუბილარია: 

"25 წლის გახდა ჩემი ნიკუშა. 19 წლის ვიყავი, როცა გავაჩინე და მასთან ერთად მეც გავიზარდე, მეც ვისწავლე სიყვარული, სიძლიერე და სიცოცხლის სხვანაირად შეგრძნება.

დღეს უკვე 44 წლის ვარ, ის - 25 წლის და მართლა ისე ვართ, როგორც დედა-შვილი და, ამავე დროს, საუკეთესო მეგობრები. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილი სწორედ შენ ხარ. გილოცავ, დე. იყავი ბედნიერი, ჯანმრთელი, ძლიერი და სიყვარულით სავსე. ძალიან მიყვარხარ", - წერს ლენუკა ყიფშიძე.

  • "აღარავისგან არაფერი  მწყინს, ხან გავსუქდები, ხან გავხდები, ძალიან მიყვარს ჩემი თავი..." - ლენუკა ყიფშიძე ვიდეოს აქვეყნებს

LENUKA

ლენუკა ყიფშიძის ოჯახი და ცხოვრება 

მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილებს, გიორგი და ლენუკა ყიფშიძეებს საზოგადოება კარგად იცნობს. გიორგიმ მამის გზა გააგრძელა, ლენუკა კი ამ სფეროთი არ დაინტერესებულა. მან მოდელის კარიერა აირჩია, თუმცა მოგვიანებით თავი სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯა. ლენუკა რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას იღებდა პოპულარულ რეალით შოუში, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

 ლენუკა ყიფშიძეს საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებებში არც მამა ერევა: 

"ზურა არასდროს ჩარეულა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, განიცდის ამ გარემოებას, მაგრამ იმდენი შვილიშვილი ჰყავს, რომ მათთან ურთიერთობაში გადააქვს ყველაფერი. არასოდეს გეტყვის, აიწყვე შენი პირადი ცხოვრება, არ დაუშვა შეცდომებიო...

ხუმრობით თუ მეტყვის, შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო.

lenuka-kipshidze

  • "სირცხვილია! "შენი ძმაა! აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი?!" - ენი გასიევა გიორგი ყიფშიძის შვილს, ნატალია ყიფშიძეს მიმართავს 

მე კი ვეუბნები, რომ ასეთი კაცი ჩემი შვილი ნიკუშაა. თავისი ნერვიულობის მიზეზების აფიშირება არ უყვარს, ყველაფერს მსუბუქად და ხუმრობით გამოხატავს", - ამბობს ლენუკა ყიფშიძე. 

ლენუკა ყიფშიძეს ერთი შვილი, ნიკუშა ნინუა ჰყავს. ნიკუშა უკვე სრულწლოვანია და მედიის ყურადღების ცენტრში ისიც არაერთხელ მოექცა. როგორც ცნობილია, დედა-შვილს განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა აქვს. ნიკუშა სპორტითაა გატაცებული - ის კალათბურთელია. 

„17 წლის ვიყავი, როცა გავიპარე... მართალია, ეს ქორწინება არ გაგრძელდა, მაგრამ ღმერთმა შვილი გვაჩუქა. 19 წლის ვიყავი, ნიკუშა რომ შემეძინა. ბავშვი რომ გავაჩინე, თითქოს, მის გარდა, აღარავინ და აღარაფერი მინდოდა. ასე მგონია, ღმერთი შვილს კიდევ თუ მაჩუქებს, ალბათ უფრო სხვანაირად დავინახავ... დედური შეგრძნებები ახლა უფრო მიღვივდება“, - ამბობდა ლენუკა ყიფშიძე .