"ვცდილობდი, რომ არ დავნებებულიყავი - და აი, ასეთია შედეგი - დიდი გამარჯვება" - სალომე შარვაძე ჯანმრთელობის შესახებ - Marao

"ვცდილობდი, რომ არ დავნებებულიყავი - და აი, ასეთია შედეგი - დიდი გამარჯვება" - სალომე შარვაძე ჯანმრთელობის შესახებ

2026-04-08 12:15:37+04:00

მსახიობმა სალომე შარვაძემ ფეხის ოპერაცია გაიკეთა. ის ამჟამად სტამბოლის კლინიკაში იმყოფება.

"დღეს ვემშვიდობები ჩემს ფეხში ჩადგმულ ჭანჭიკებსა და პლატინას. „ერთი წლისა და რვა თვის მანძილზე, ყოველდღე ვიღებდი პატარა გადაწყვეტილებას, რომ არ დავნებებულიყავი - და აი, ასეთია შედეგი - დიდი გამარჯვება.

ეს ყველაფერი მარტო არ გამიკეთებია, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ ამ ყველაფრის გადატანაში", - წერს სალომე შარვაძე.

salome-sharvadze

salome-sharvadze

სალომე შარვაძე ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ 2 წლის წინ წერდა, როგორც ცნობილია, მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. 

“თით­ქმის ერთი წელი სა­ში­ნელ ტკი­ვი­ლებ­თან და მძი­მე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბის და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ. ეს იყო ერთი ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში - ფი­ზი­კუ­რად, ემო­ცი­უ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც...“ - ამბობდა სალომე.

  • სალომე შარვაძის ქალიშვილის დიდი წარმატება: მართა არველაძე იტალიის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში ისწავლის 

სალომე შარვაძე

სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში"  შესრულებული  ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე "ჩცდ" - ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება. 

სალომე შარვაძე 1985 წლის 16 აგ­ვის­ტოს დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, ასევე დამთავრებული აქვს დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მუშაობდა მსახიობად და პარალელურად იყო გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ივენთმე­ნე­ჯე­რი ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში. 

სალომე ცნობილი მხატვრის, მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილია. ეს უდიდესი ადამიანი სალომეს დედის ბიძა იყო და საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ორჯერ მოეწყო გამოფენა, რა თქმა უნდა, სალომეს ძალისხმევით. 

salome-sharvadze

  • "თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე..." - მუდამ ღიმილიანი მსახიობის რთული პერიდი 

სალომეს მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. სალომესა და მამუკას 18-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სალომე მეუღლის მიმართ სიყვარულს საჯაროდაც ხშირად გამოხატავს. ამასთან ერთად კი, ხშირად ჰყვება სახალისო ამბებსაც. მაგალითად, როცა სალომე შარვაძე გადაცემა "ქალების" ერთ-ერთი ტელეწამყვანი იყო, მეუღლეზე ასეთი ისტორია გაიხსენა:

"ჩემს მამაკაცზე ხშირად მელანდება ხოლმე ეჭვიანობის საბაბი და ერთხელაც, როდესაც ყაზახეთში იყო წასული 6 თვით. რომ დაბრუნდა ამოვუქექე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მიჭირავს მისი ტელეფონი მოდის მესიჯი რუსულად: „როგორ ჩახვედი?“. ძალიან ავღელდი, იმიტომ რომ მართლა ულამაზესად გამოიყურებოდა ის, ვინც მისწერა. რა ვქნა ახლა? რა გავაკეთო? ვფიქრობ და დავდივარ ოთახებში. კივილ-წივილი მაქვს ატეხილი და მივწერე „კარგად“. მინდოდა, რომ გამომეძალა ინფორმაცია. მომივიდა პასუხი: „მიხარია, რომ კარგად ჩახვედი და გელოდები, რომ მალე ისვე დაბრუნდე“. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და მივწერე „ჩემი დიდი საიდუმლო არ იცი, რომ მე ქალები არ მაინტერესებს“. მივწერე ეს ჩემი ქმრის ტელეფონით და ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს რეკვა. არ დავასახელებ იმ ადამიანს, ერთ-ერთი „წონიანი“ პიროვნებაა ყაზახეთში, ვინც რეკავდა. გამორბის ჩემი ქმარი, მეკითხება რა ქენი, შე არანორმალუროო. გავრბივარ მე და როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლის ყაზახი პარტნიორის ცოლმა მოიწერა მოსაკითხად, რომლის ქმარიც ერთი თვე ცხოვრობდა ჩემს ქმართან ერთად. მე კი ვუთხარი ჩემი ქმრის სახელით, რომ კაცები მომწონს-თქო", - ამბობდა სალომე.