გატაცება ბალეტით, ქორწინება, პოდიუმი და გზა ჟურნალისტობამდე: მშვენიერი თამთა გაზაშვილის ოჯახი, შვილი და ამბები კამერის მიღმა - Marao

გატაცება ბალეტით, ქორწინება, პოდიუმი და გზა ჟურნალისტობამდე: მშვენიერი თამთა გაზაშვილის ოჯახი, შვილი და ამბები კამერის მიღმა

2026-04-08 15:49:55+04:00

ქართული ტელევიზიის ისტორიაში ქალი წამყვანები ყოველთვის იყვნენ არა მხოლოდ ინფორმაციის გამტარებლები, არამედ ეპოქის გემოვნების, სტილისა და საზოგადოებრივი განწყობების განმსაზღვრელები.

პირველი თაობის წამყვანები, მაგალითად, ლია მიქაძე, ალექსანდრა მაჭავარიანი და სხვები, საზოგადოებისთვის აკადემიურობის, გამართული მეტყველებისა და დახვეწილობის სიმბოლოები იყვნენ. მათ აღიქვამდნენ, როგორც ოჯახის წევრებს, რომელთა სიტყვასაც უდიდესი წონა ჰქონდა.

მოგვიანებით ქალი წამყვანები გახდნენ მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების სახეები. მათმა ფენომენმა შეიძინა გავლენიანი მედიატორის სტატუსი პოლიტიკასა და ხალხს შორის.

დღეს კი ქართველი ქალი წამყვანების ფენომენი გასცდა მხოლოდ ეკრანს. ისინი არიან ინფლუენსერები, რომლებიც მისდევენ მოდას, ცხოვრების წესს და ქმნიან საზოგადოებრივ აზრს სოციალურ ქსელებშიც.

ჩვენ ხშირად გიყვებით ხოლმე როგორც ძველი, ისე ახალი თაობის გამორჩეულ სახეებზე. დღეს კი გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ თამთა გაზაშვილი.

თამთა გაზაშვილი - კარიერული და ცხოვრებისეული გზა

თამთა გაზაშვილი დაიბადა 1991 წლის 8 ივნისს. 6 წლის იყო, როცა მაკა მახარაძის საბალეტო სკოლაში მიიყვანეს და ამ ჯადოსნური სამყაროთი მალევე მოიხიბლა. იხსენებდა, რომ სასკოლო საგნებს დიდ დროს არ უთმობდა - მისი ცხოვრების მთავარი საქმე ბალეტი იყო - 13 წლამდე თითქმის მთელი დღის მანძილზე ვარჯიშობდა. სჯეროდა, რომ ბალერინა გახდებოდა და ამ ოცნების ასახდენად ბევრ შრომობდა. თამთას პატარ-პატარა წარმატებების ჰქონდა, თუმცა შემდეგ ისე მოხდა, რომ ამ ოცნებაზე უარის თქმა მოუწია.

სკოლის დამთავრების დროც ახლოვდებოდა, თამთას კი არჩევანი უნდა გაეკეთებინა, რაც მისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ, მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია.

tamta-gazashvili

პირველ კურსზე იყო, როცა დაქორწინდა. ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მისთვის წარმატებაში ხელი არ შეუშლია. მეტიც, შეძლო, რომ საკუთარი ძალები სხვადასხვა სფეროში მოესინჯა, მათ შორის, სამოდელო მიმართულებითაც. თამთა იხსენებდა, რომ ბავშვობიდან ძალიან მორცხვი იყო, პოდიუმი კი ამ კომპლექსის დაძლევაში დაეხმარა: 

  • საიდუმლო ქორწინება, შვილი და ცხოვრება ეკრანს მიღმა: თამთა სანიკიძის პორტრეტი

„ბავშვობიდან ძალიან მორცხვი ვიყავი. სადმე სტუმრად რომ მივიდოდით, დედის კალთას არ ვცილდებოდი, მაგრამ როდესაც მივედი “იმიჯ-ცენტრში' და დავიწყე მოდელობა, ლიკა ყაზბეგმა მითხრა: „თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო, ეს კომპლექსები უნდა დაძლიოო“. აი, იქ მოხდა გარდატეხა. რაღაცნაირად მომიწია ამ კომპლექსების დაძლევა, იმიტომ რომ სცენაზე როდესაც დგახარ, იქ მორცხვობის ადგილი აღარ არის.

თუმცა, დღემდე მახასიათებს ის, რომ მირჩევნია ვიყო ჩრდილში. აი, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაღაცნაირად დისკომფორტს მიქმნის. ბევრს ჰგონია, რომ თუ მოდელი ხარ ან ტელევიზიაში მუშაობ, აუცილებლად უნდა გიყვარდეს ეს პუბლიკა და ყურადღება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით არის - რაც უფრო ნაკლებად ვჩანვარ "ლაივში" და რაც უფრო მეტად ვარ კადრს მიღმა, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს”, - ამბობდა თამთა გაზაშვილი. 

tamta-gazashvili

მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი და პირველი ნაბიჯები პოდიუმზე სტრესული გამოცდილება იყო. თავად თამთა ამ პერიოდს ასე იხსენებდა: 

„ჩემი პირველი გასვლა პოდიუმზე იყო საშინელი სტრესი. მეგონა, რომ ყველა მე მიყურებდა, ყველა ჩემს შეცდომას ელოდებოდა. მაგრამ ზუსტად ამ სტრესმა გამომადუღა და მასწავლა, რომ მორცხვობა არის უბრალოდ ბარიერი, რომელიც შენს თავშია და მისი გადალახვა შესაძლებელია. თუმცა, შინაგანად მაინც ისეთივე დავრჩი - დღესაც მირჩევნია საქმე ჩუმად ვაკეთო, კადრს მიღმა, ვიდრე წინა პლანზე ვიდგე.“

თამთა გაზაშვილი დღეს ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანია, ასევე წარმატებულია ცხოვრების მთავარ პროფესიაში - დედობაში, მას ქალიშვილი, ტასო ჰყავს.

tamta-gazashvili

თამთა გაზაშვილის კარიერული გზა მრავალფეროვანია - მუშაობდა „მაესტროში“ „იმედში“, „რუსთავი 2“-ში. იყო როგორც საინფორმაციო, ისე დილის და გასართობის გადაცემების წამყვანი.

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად კამერების წინ უწევს ყოფნა, მისი კომფორტის ზონა მაინც კამერებს მიღმაა. თამთა გაზაშვილი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ორიენტირებული შედეგზე არიან და არა - აპლოდისმენტზე: 

  • გვანცა დარასელიას მოგზაურობა ბავშვობაში: "მახსოვს თბილისში როცა გადმოვედით, ერთი ოთახი გვქონდა, სადაც იდგა ორსართულიანი საწოლი"

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია მაინც საჯაროობას მოითხოვს და სულ ადამიანებთან მაქვს კონტაქტი, შინაგანი მდგომარეობით მაინც ის მორცხვი გოგო დავრჩი, რომელსაც ურჩევნია თავისი საქმე წყნარად, ჩუმად აკეთოს და შედეგით უფრო ისიამოვნოს, ვიდრე იმ აპლოდისმენტებით, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავარია ადამიანმა იპოვოს თავისი ადგილი, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს. ჩემთვის ეს ადგილი არის კადრს მიღმა, იქ, სადაც რეალური საქმე კეთდება და სადაც შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ, ზედმეტი როლების თამაშის გარეშე.“

წარმატებულ ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად, თამთა აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად აქვეყნებს ოჯახურ და პირად ფოტოებს. შეუძლებელია, რომ მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. რა თქმა უნდა, მშვენიერი ტელეწამყვანი კომპლიმენტებსაც ხშირად იღებს და კითხვებსაც - როგორ უვლის თავს. 

tamta-gazashvili

თამთა გაზაშვილი თავის მოვლის შესახებ

თამთა გაზაშვილი კედრების წინ თუ მის მიღმა ყოველთვის არაჩვეულებრივი გარეგნობითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. თავად აღნიშნავს, რომ ძვირადღირებული პროდუქტების ნაცვლად, უპირატესობას ბუნებრივ ინგრედიენტებს ანიჭებს: 

  • "გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი მე­უღ­ლე მყავს. ვა­ნი­კო მა­ნე­ბივ­რებს და ყვე­ლა­ფერ­ში მი­წყობს ხელს" - მარიამ ვაშაძის ოჯახური იდილია

„ზოგადად, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ის, რასაც ვიღებთ საკვებად და არის ჯანსაღი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი კანისთვისაც. ამიტომ, ჩემი თავის მოვლის საშუალებები ძირითადად შედგება ბუნებრივი პროდუქტებისგან.

ჩემი დილა იწყება ერთი ჭიქა წყლით. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ორგანიზმმა გაიღვიძოს და დატენიანდეს.

შემდეგ გადავდივარ კანის მოვლაზე. მე ვარ ქოქოსის ზეთის დიდი მოყვარული. ის არის უნივერსალური საშუალება - შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახისთვის, ასევე თმისთვის და ტანისთვის.

სახის ნიღაბი, რომელსაც ხშირად ვაკეთებ -  ვიღებ ქოქოსის ზეთს, ვამატებ ცოტაოდენ სოდას (რომელიც მოქმედებს, როგორც სკრაბი) და რამდენიმე წვეთ ეთერზეთს. მე პირადად ძალიან მიყვარს ჩაის ხის ზეთი, რადგან მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. ამ ნარევს ვისვამ სახეზე, ვიჩერებ რამდენიმე წუთს და შემდეგ ვიბან თბილი წყლით. კანი ხდება საოცრად რბილი და გლუვი.

tamta-gazashvili

თმისთვისაც ქოქოსის ზეთს ვიყენებ. ვიდრე დავიბან, ვისვამ თმის ბოლოებზე და ვიჩერებ დაახლოებით ნახევარი საათით. ეს ეხმარება თმას ბზინვარებასა და სიჯანსაღეში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეთერზეთები. მაგალითად, ლავანდის ზეთი ძალიან კარგია დასამშვიდებლად. მე მას ხშირად ვიყენებ ძილის წინ - რამდენიმე წვეთს ვისვამ ხელებზე ან ბალიშზე, რაც მეხმარება მშვიდ ძილში. მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება: ნუ დაგეზარებათ ბუნებრივი პროდუქტების გამოყენება. ეს არის მარტივი, იაფი და რაც მთავარია, ძალიან ეფექტური” , - ამბობდა თამთა გაზაშვილი.