ცნობილი გახდა, რომ ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე და მისი მეუღლე, დავით ბოლქვაძე, 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს.
მარიამმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის ისევ შეყვარებულია, თუმცა მეუღლესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს:
"ვინც ფიქრობს, რომ რაიმე სახის კონფლიქტი გვაქვს მე და ჩემს ყოფილ ქმარს, მინდა იცოდეთ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სამი ულამაზესი გოგონა გვყავს და ეს მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. არცერთს არ გვსიამოვნებს ნეგატიური კომენტარები.
და კიდევ ერთს დავამატებდი, ვიღაც შორეული ნათესავების გასარჩევი არ არის, მე რა ქონება მაჩუქა. ეს მისი სურვილი იყო, რადგან მე მისი ანგელოზების დედიკო ვარ!
ისევე როგორც მე, მასაც ჰყავს გვერდით ადამიანი, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს. ჩვენ კი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ბევრი სიკეთე გაუკეთებია, რასაც ძალიან ვაფასებ." - წერს მარიამ შუკაკიძე.

ამასთან, მარიამის ყოფილი მეუღლე, დავით ბოლქვაძე საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს:
"ჩემო კეთილო ადამიანებო, ყველა გაიგებდით, რომ მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ძალიან ბევრმა ეს ამბავი გულთან მიიტანეთ, რისთვისაც მადლობას გიხდით. მინდა, რომ ჩემს ყველა მეგობარს ესმოდეს, ჩემმა მეუღლემ მე სამი ანგელოზი მაჩუქა, რისთვისაც მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
პირადად მე, ჩემს ყოფილ მეუღლეს ყოველთვის ბედნიერებას ვუსურვებ. უფლის ნება იყო, რაც მოხდა და რაც მომავალში იქნება. არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდი ილაპარაკოს და არანაირად არ მესიამოვნება რაიმე უსიამოვნოს გაგება და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როგორც ყველა ღირსეულ კაცს. უფალმა დაგლოცოთ ყველა და ტკბილი ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს ყველა ჩვენგანის ოჯახს", - წერს დავითი.

რას წერდა მარიამი
"დიდი მადლობა ყველას, ვინც იზიარებს ჩემს სიხარულს. უამრავი კითხვაა, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებ.
მადლობა უფალს, რომ გამომიგზავნა ადამიანი, რომლის გარეშეც სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი, იმდენად რთული პერიოდი გავიარე.
გული მტკივა უამრავი ჭორის გამო, რომლებიც ვრცელდება და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა იყო და როგორ იყო. მთავარია, ახლა ყველაფერი კარგად არის. გავაგრძელებ ცხოვრებას ადამიანთან, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
აქვე ვუპასუხებდი იმ ხალხს, რომლებიც იგონებდნენ ზღაპრებს, რომ მოხუცს გავყევი ცოლად მატერიალური მდგომარეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. გეტყვით, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა, წარმატებული, ჭკვიანი და საოცარი პიროვნებაა.
დრო ყველაფერს გასცემს პასუხს. არ მაქვს ბრაზი და ბოღმა არავის მიმართ. მე დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ!" - წერდა სოციალურ ქსელში პოპულარული ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე.
