ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ გარემოში - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი - Marao

ნატალია ქუთათელაძის ოჯახური ბედნიერება: საოჯახო ფოტოალბომი

2026-04-09 11:51:49+04:00

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე მეუღლესთან, აჩიკო ჯაფარიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს დას მათი კადრები ოჯახური ფოტოალბომიდან დიდ მოწონებას იმსახურებს. 

natalia-kutateladze

natalia-kutateladze

  • ოჯახური იდილია და სამზარეულოს ახალი შეფი: ნატალია ქუთათელაძე პატარა სანდროს ფოტოებს გვიზიარებს 

ნატალია ქუთათელაძის ოჯახი და კარიერა 

ეკა მამალაძის ქალიშვილი და ნანი ბრეგვაძე შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე მუდმივად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მუდმივად ინტერესის საგანი იყო მისი პირადი ცხოვრება. ნატალია მისი ოჯახის წევრების მსგავსად მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობს.ნატალია სოციალურ ქსელში აქტიურად ჩნდება, ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს მეუღლესა და შვილთან ერთად.

ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

  • "მამა კი მეუბნებოდა - შენზე უკეთესი არ არსებობს, შენზე ლამაზი არავინააო..." - რას იხსენებს ნატალია ქუთათელაძე 

natalia-kutateladze

  • „ყველაფერი მშვენიერი, ყველაფერი მტკივნეული..." - ნატალია ქუთათელაძის იშვიათი ოჯახური კადრები 

როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.

"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა  ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია", - ამბობდა ნატალია ქუთათელაძე.

ნატალია ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ მეუღლის შვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს.