მსახიობი რუსკა მაყაშვილი ირინა ქიქოძის პოდკასტის "მერე პოდკასტის" სტუმარი იყო. რუსკამ გადაცემის ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის კომპლექსებზე, რომელიც მან თავდაჯერებულობით დაძლია.
"საშინელი კომპლექსი მქონდა გარეგნობის, თან ჩემი გადმოსახედით გარდატეხის ასაკში ძალიან შეუხედავი ვიყავი. სარკეში, რომ ვიყურებოდი საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია. კომპლიმენტს თუ მეუბნებოდნენ არ მჯეროდა. მერე მივხვდი, რომ როდესაც შევიყვარე საკუთარი თავი და დავიჯერე მისის მართლა ყველაფერი გამოვიდა. ჩემს გარეგნობაში არაფერი შემიცვლია, უბრალოდ იღებ საკუთარ თავს. არ ვთვლი ჩემს თავს ლამაზ ადამიანად, მაგრამ ჩემს თავს ვთვლი საკმაოდ თავდაჯერებულ ადამიანად," - ამბობს რუსკა.
რუსკამ ასევე ისაუბრა მეუღლესთან დაშორებაზე.
"პირადად მე გახსნილად შემიძლია პირადზეც საუბარი, რადგან ასეთი ადამიანი ვარ, მაგრამ მეორე მხარეც ხომ არსებობს. შენ შენს პირადზე ისაუბრებ, მაგრამ მეორე ადამიანიც ხომ არსებობს ამ პირად ცხოვრებაში. როდესაც შეყვარებული ვარ, რა თქმა უნდა მინდა, რომ ყველამ იცოდეს, მაგრამ როდესაც მატკენენ გულს, მათრევენ ესეც უნდა იცოდნენ, მაგრამ ვთვლი, რომ სადამდეც შეგიძლია ამ ყველაფრის შენახვა უნდა შეინახო.
წელიწად ნახევარია რაც მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გავშორდით ერთმანეთს და ახლა მე პროგრამაში ვარ. ამ თემის განხილვა მიმდინარებს და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ვერსიებს ვისმენ ამ ყველაფრის შესახებ. თან ვფიქრობ, რომ ალბათ საინტერესო ხარ ადამიანებისთვის და მაგიტომ განიხილავენ ამ ყველაფერს, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი" - ამბობს რუსკა.
რუსკამ შვილებზე და მარტო ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტო ცხოვრება ძალიან კარგია.
ახლა მარტო მომიწია ჩემ შვილებთან ერთად ცხოვრება. ემოციურად კარგად ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს ეძინა მარტო, ხან ჩემ დასთან ერთად მეძინა, ხან ბებიაჩემთან და ხან დედაჩემთან ერთად. რაღაცების გაკეთება ზოგს ძალიან ადრე უწევს, ზოგს გვიან. მე საკმაოდ დიდ ასაკში მომიწია ჩემ შვილებთან ერთად ცხოვრება და მოკლედ რომ გითხრა, გადასარევია. მაგრად ასწორებს.
ვინც ამ სიტუაციაშია ან ამ სიტუაციისთვის ემზადება, რჩევას ვერ მივცემ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად დაფიქრდნენ, დაუსვან კითხვები საკუთარ თავს და გაიგონ, რა უნდათ და რატომ უნდათ.
კითხვებს პასუხს რამდენიმე დღეში ვერ გასცემ. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა მე პირადად. როცა მივხვდი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაცემული ჰქონდა, მერე გადავწყვიტე მარტო ცხოვრება," – ამბობს რუსკა მაყაშვილი.

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.
"ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი. ბევრი წლის ფიქრი ბევრი წლის აწონ-დაწონა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ძალიან მიჭირს ცვლილებები. რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით ვჭამ ახლაც. ცვლილებების მეშინია. რომ გავთხოვდი და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, ძალიან დიდხანს ისევ ჩემს ოჯახში, ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და იქ ვიჯექი. მიუხედავად იმისა რომ დიდი ვარ და ორი შვილი მყავს მიჭირს მაინც.

დაშორება რთულია. თანაცხოვრების პროცესში არ მიმდინარეობდა დაშორება. უბრალოდ ამაზე ფიქრი მიდიოდა. ეს არის ურთულესი მძიმე პერიოდი, ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდები. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. რთულია, ორი შვილი რომ გყავს... ეს ისეთი თემაა, ძალიან მტკივნეული. 8 თვე გავიდა და ახლაც გამკლავების პროცესში ვარ" - თქვა რუსკა მაყაშვილმა.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ორსულობაზე და დედობაზე "აჭარის ტელევიზიასთან" ისაუბრა.
"პირველი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი, რა არის თურმე მნიშვნელოვანი. აქამდე რაც იყო და რაც მანერვიულებდა, თურმე, არაფერს აზრი არ ქონია. ჩემს შემთხვევაში ასეა, არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს. პირადად ჩემი ცხოვრება დაიწყო ილიას შემდეგ. ჯერ ეს ერთი, გმირი მეგონა ჩემი თავი, ვის არ გაუჩენია შვილი, ხალხი 10,15 და 20 შვილს აჩენს, ხომ არსებობს მრავალშვილიანი დედები და მე ერთი შვილი რომ გავაჩინე, შოკში ვიყავი, თავი მეგონა გმირი.
ერთი კვირა მატრიგერებდა, ღმერთო, ეს რა ვქენი და დღემდე ვამბობ, მაგრამ არავის არ სჯერა, ვგიჟდები მშობიარობაზე. შემიძლია დღეში 13-ჯერ ვიმშობიარო. ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო ტრიგერია, ყველანაირი სიამოვნება რომ შეკრიბო შენს ცხოვრებაში, ეს შვილის გაჩენაა. თავი მგონია ყოვლისშემძლე ქალი და ყველა ეგრეა, მერე აუფასურებენ, მაგრამ, რეალურად, ისეთ რაღაცას ჩადიხარ, მართლა გმირი ხარ", - ამბობს რუსკა მაყაშვილი.