ცნობილი ბრენდის, Dolce&Gabbana-ს 2013-14 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ძალიან უცნაური გამოვიდა. მოდის კრიტიკოსები წერენ, რომ ამ კოლექციაში გაერთიანებულია: მოდა, ეროტიკა, რელიგია და თეატრალურობა.
იხილეთ ფოტოგალერეა
დიზაინერმა და ფოტოგრაფმა დომენიკო დოლჩემ მონიკა ბელუჩი, ბიანკა ბალტი, კეიტ კინგი და ახალი მოდელი ანდრეა დიაკონუ ქალურ, ელეგანტურ და საკმაოდ მოულოდნელ პრინტიან სამოსში, აღფრთოვანებული მამაკაცების ფონზე დააფიქსირა.
ახალი კოლექცია, რომელშიც მრავლადაა მაქმანები და ტვიდი, დიზაინერებმა იტალიურ კულტურას, კერძოდ კი, სიცილიას მიუძღვნეს. ამის გამო მათ კაბებსა და ჩანთებზე ცნობილი მოზაიკური ხატები გადაიტანეს, სამკაულებად კი ჯვრები და სამეფო გვირგვინები გამოიყენეს. თამამი ნაბიჯია, თუმცა საკმაოდ საკამათო მორალისა და კულტურის თვალსაზრისით.
დიზაინერების თქმით, ისინი ახალი კოლექციის შექმნისას იტალიაში მდებარე მონასტერმა "ტაორმინმა" შთააგონა.