ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია დაინიშნა. გიორგი პირადი ცხოვრების შესახებ აქამდე არასდროს საუბრობდა და მისი რჩეულის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი. მშვენიერი სოფი მოდელი და ინფლუენსერია, რომელიც ხშრად ირებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის გადაღებებში.

14 წლამდე აბაშაში თამაშობდა, შემდეგ „ნორჩ დინამოელში“ გადავიდა თენგიზ კაციასთან. საკლუბო კარიერაც მისივე ხელმძღვანელობით ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე თბილისის „სასკოში“ დაიწყო, სადაც 2012–13 წლების სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.
2013 წლის თებერვლიდან უნგრული „დიორის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა, რომლის პირველ გუნდშიც 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო დუბლშემადგენლობაში 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. თუმცა იმავე წლის აგვისტოდან იჯარით გორის „დილაში“ განაგრძო თამაში. გორული კლუბის მაისურით ქვილითაიამ ეროვნული ლიგის ფარგლებში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარის აღება ექვსჯერ შეძლო. ამის შემდეგ 2014 წლის ივნისის ბოლოს კვლავ უნგრული „დიორის“ რიგებში დაბრუნდა და ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებამდე კლუბის სარეზერვო გუნდში განაგრძო თამაში, რომელიც იმ დროს უნგრეთის მე-3 საფეხბურთო ლიგაში გამოდიოდა. მე-3 ტურში „დიორი 2“-მა შინ გამართულ შეხვედრაში „ტოკოლს“ ანგარიშით 3–0 სძლია, სადაც 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო.
2018 წლიდან 2020 წლამდე ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა.
2023–24 წლების სეზონში აპოელის რიგებში კვიპროსის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საზეიმო ღონისძიება კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირის ორგანიზებით შედგა. საღამოზე ქვილითაიას ჯილდო თემურ ქეცბაიამ გადასცა. 2020 წლის ზაფხულში ნიქოზიის აპოელის კაპიტანი კვიპროსში სათამაშოდ სწორედ ქეცბაიამ გადაიყვანა. ქვილითაიამ „ანორთოსისთან“ ერთად 2021 წლის 15 მაისს კვიპროსის თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ თასის ფინალის დამატებითი დროის 110-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.
2024–2026 წლებში ლიმასოლის „არისის“ რიგებში გამოდიოდა, სადაც ყველა შეჯიბრში 49 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. გიორგი ქვილითაიას არაოფიციალური დებიუტი „არისში“ ავსტრიულ შეკრებაზე, ინგლისურ „ჰადერსფილდთან“ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. საკონტროლო მატჩში გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა. ქართველმა თავდამსხმელმა გოლის გატანა სწრაფად მოახერხა. 62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2–2 იყო, ქვილითაიამ „ჰადერსფილდის“ კარი აიღო და გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, „არისმა“ 4–2 მოიგო.
2026 წლის თებერვალში გიორგი ქვილითაია ფრანგულ „მეცს“ შეუერთდა, სადაც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი ასპარეზობენ.