თიკა ჯამბურია: "ნეტავ ცალი თვალით მაინც შემოგახედათ, ჩემს ინბოქსში რა ხდება!" - Marao

თიკა ჯამბურია: "ნეტავ ცალი თვალით მაინც შემოგახედათ, ჩემს ინბოქსში რა ხდება!"

2013-07-01 11:54:56+04:00

რაც marao.ge-ზე დაიწერა თიკა ჯამბურიას ეფექტური დიეტის შესახებ ნიუსი, საიტზე გახდომის მსურველთა ბუმი ატყდა.

კომენტარებში მკითხველები დადებითად აფასებდნენ თიკას ასეთ მოთმინებას და წარმატებას უსურვებდნენ მომღერალს; ზოგიერთები კი ირწმუნებოდნენ, ჯამბურიამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა და ასე მოახერხა წონაში დაკლებაო.

ჩვენს საიტზე ამტყდარმა კომენტარების კორიანტელმა, როგორც ჩანს, თიკას "ფეისბუქის" პირად გვერდზეც გადაინაცვლა და შეწუხებულმა მომღერალმა დაწერა:

"პროსტა ცალი თვალით ჩემს ინბოქსში რომ შეიხედოთ რა ხდება!!!!"

რადგან ეს ვერ აღმოჩნდა დამამშვიდებელი მესიჯი თიკას სოციალურ ქსელს შესეული "ფრენდებისათვის", მომღერალმა მორიგი სტატუსი დაწერა: "ვაიმეეეეე... დიეტაზე ნუ მეკითხებით... არ ვარ დიეტაზე, არა! უბრალოდ არ ვჭამდი და ბევრს დავდიოდი ფეხით"...

როგორც ხედავთ, თიკას რეცეპტით სულ ადვილი ყოფილა გახდომა. ასე რომ...