იმის შესახებ, რომ მოწევა ორსულობის დროს საშიშია, მედიკოსები უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებენ. მავნე ჩვევას ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს, მაგრამ ახლახან მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოაჩინეს.
სიგარეტის კვამლს ორსულობის დროს შეუძლია გამოიწვიოს გარდატეხის ასაკში ბავშვის სიყრუე. ეს დასკვნები 12-15 წლის 1000 ბავშვის გამოკვლევის შედეგად გაკეთდა.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მათგან 16% დედის მუცლად ყოფნის დროს თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. საშუალოდ, ასეთი ბავშვები 3-ჯერ უფრო ხშირად კარგავენ სმენას, ვიდრე ამავე ასაკის სხვა ბავშვები.
დედის მიერ სიგარეტის მოწევა ბავშვში 3 დეციბალით დაბლა სწევს სმენას. ასევე, 3-ჯერ იზრდება ცალი ყურით სიყრუის ალბათობა.
მეცნიერებს კვლავ მოუწევთ შეისწავლონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორსულობის პერიოდში მოწევასა და ბავშვში სმენის დაკარგვას შორის.
თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ორსულობის დროს მოწევასთან?