რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა 27 წლის ვასილი ბროვკოსთან ერთად კომპანია "აპოსტოლ მედია" დააარსა. ბოლო დროს თინა კანდელაკი და ვასილი ბროვკო სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად და მათი შემხედვარე, ბევრს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი არა მხოლოდ პარტნიორები და უბრალოდ მეგობრები, არამედ საყვარლებიც არიან.
პირველად ამის შესახებ თინას დაუძინებელმა მტერმა – სტანისლავ სადალსკიმ განაცხადა, მაგრამ ბროვკო კატეგორიულად უარყოფდა მოარულ ხმებს მასსა და თინას შორის რომანტიკული კავშირის შესახებ, თუმცა, ამავე დროს, ვასილი თინას ძალიან თბილად და სიყვარულით მოიხსენიებს.
"თინა – ეს ჩემთვის უახლოესი ადამიანია! დიდებული ქალია – ჭკვიანი, სექსუალური, შემდგარი, გადარეული, წარმატებული, მეოჯახე, თბილი, ცნობილი და ძლიერი. მე და თინას საკმაოდ ჰარმონიული დუეტი გვაქვს" – აცხადებს ვასილი. სადალსკი კი ამტკიცებს, რომ თინამ ახალგაზრდა ვასილის სიყვარული იყიდა, რადგან ეს უკანასკნელი კანდელაკს საკუთარი სექსუალური ფანტაზების განსახორციელებლად სჭირდება.
მასალის წყარო: экспресс-газета