გიორგი ნაზღაიძე: მაგრად დაგვენძრა!!! - რუსეთი კარს მოგვადგა ცოცხებით, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხედავთ… - Marao

გიორგი ნაზღაიძე: მაგრად დაგვენძრა!!! - რუსეთი კარს მოგვადგა ცოცხებით, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხედავთ…

2013-07-12 13:31:58+04:00

მოდელი და ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე ახალი მთავრობის მიერ მიღებული კანონებით აღშფოთებას ვერ მალავს. მისი გაღიზიანება პარლამენტში ერთ-ერთ კანონპროექტზე ჯარიმების გაზრდის ინიცირებას მოჰყვა.

ნაზღაიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღშფოთებულმა დაწერა:

"დღევანდელი პარლამენტი და მთავრობა განიხილავს, ჩოხა უნდა ეცვათ თუ არა პარლამენტის სხდომაზე, პრეზერვატივი ხორკლიანი თავით უნდა იყოს თუ არა, სერიალები რომელ საათზე უნდა გადიოდეს, პარლამენტის შენობა თბილისში უნდა იყოს თუ ქუთაისში, ალკოჰოლური საშუალების მიღება საზოგადოებრივ ადგილებში შეიძლება თუ არა და მთავარი, დღეისათვის ყველაზე აქტუალური თემა - კოცნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

მაინტერესებს, ეს არის ქვეყნის პრობლემები? ამის გამო აირჩია ხალხმა დღევანდელი მთავრობა? შთაბეჭდილება მრჩება და გული მიგრძნობს, მაგრად დაგვენძრა!!! სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ჩვენი ფული მათ უმოქმედობაში და უვიცობაში მიდის ხელფასის სახით!!!"

ერთ-ერთი "ფეისბუქელი" მეგობრის კომენტარს, რომ წინა მთავრობა ჩვენი ფულით ცოცხებს ყიდულობდა და მისი დანიშნულებაც არ იცოდა, ამას ხორკლიან პრეზერვატივებზე მოკამათე ჩოხიანი პარლამენტარები სჯობია, ნაზღაიძემ უპასუხა:

იხილეთ სრულად: reitingi.ge