არაერთხელ გვსმენია ერთი მარტივი ჭეშმარიტების შესახებ: მამაკაცებთან ყველაფერი მარტივია! ამიტომაც მათ ყველაზე უარყოფით საქციელსაც ელემენტარული მიზეზები აქვს, ჩვენ კი მამაკაცების იმიტომ არ გვესმის, რომ როგორც ცნობილია, ისინი პლანეტა მარსიდან არიან, ხოლო ჩვენ, ქალები – ვენერადან. ამიტომაც არის, რომ ჩვენ პრინციპულად სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ.
არსებობს კიდევ ერთი ჭეშმარიტება: დაშორებისას ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე, ამასთან, თანაბარი რაოდენობით. და ეს ასეა, მიუხედავად იმისა, კაცია თუ ქალი განშორების ინიციატორი. ამიტომაც მოდი, მოვუსმინოთ თავად "დამნაშავეებს" და გავიგოთ, რატომ გვტოვებენ მამაკაცები:
1. ჩვენ არ ვუსმენთ მათ – მამაკაცი ფიქრობს, რომ მისი აზრი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს.
2. ჩვენ ძალიან ბევრს ვუსმენთ დაქალების რჩევებს – მამაკაცს ჰგონია, რომ ისინი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე თავად ის.
3. ხშირად საყვარელ მამაკაცს ვრევთ ოჯახურ პრობლემებში და ის უნებურად კონფლიქტის ეპიცენტრში ხვდება, მაგალითად, ჩვენსა და დედაჩვენს შორის.
4. ხშირად ზედმეტად თავს ვახვევთ საკუთარ თავს და ვგეგმავთ ერთობლივ მომავალს – გასაგებია, რომ მარტო დარჩენის ყველას ეშინია, მაგრამ მამაკაცს, თავის მხრივ, ის აფრთხობს, რომ პირველი სექსის შემდეგვე დაიწყებ შვილებსა და აგარაკზე საუბარს.
5. ხშირად მამაკაცებისგან მოვითხოვთ, დაწვრილებით ჩაგვაბარონ მოხსენება მთელი იმ დროის შესახებ, რომელიც ჩვენ გარეშე გაატარა.
6. ჩვენ ვართმევთ მას დამოუკიდებლობას და პირად სივრცეს – ეს კი წმინდათა წმინდაა ნებისმიერი მამაკაცისთვის!
7. ჩვენ ზედმეტად ვითქვიფებით მასთან ურთიერთობაში და მასში – როცა მამაკაცს პირად სივრცეს დაუტოვებთ, არ დაგავიწყდეთ საკუთარზეც იფიქროთ.
8. ჩვენ იშვიათად ვაქებთ მათ – ეს, სხვათა შორის, ძალიან სერიოზული საკითხია. სწორედ ქება (და არა პრეტენზიები და მისი ნაკლის ათასჯერ შეხსენება) არის საუკეთესო მოტივაცია მამაკაცისთვის.
9. ჩვენ არ ვპატიობთ მათ შეცდომებს – ყველა ადამიანი ცდება, მაგრამ უპატიებელი შეცდომები ანგრევს ურთიერთობას.
10. ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას, ეურთიერთოს მეგობრებს; უკეთეს შემთხვევაში, არ მოგვწონს ისინი. ამგვარად ვაჩვენებთ, რომ არ ვიღებთ მას ისეთად, როგორიც არის – ეს კი მას მოსვენებას არ მისცემს.